01:10 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 18:22:32, 3968 ნახვა

კომენტარი
ხუხაშვილი: ხელისუფლება დაადგა იგივე გზას, რა გზაზეც წინა ხელისუფლებები იყო

„დღევანდელი ხელისუფლება დაადგა იგივე გზას, რა გზაზეც იყო წინა ხელისუფლებები“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა განმარტა, წინა ხელისფლებებს ჰქონდათ ილუზია, რომ კონსტიტუციაში შეიძლება ისეთი „ეშმაკური  მექანიზმის“ ჩადება, რითაც ძალაუფლებას გაიხანგრძლივებდნენ.

„მთლიანად კონსტიტუციაზე  არ  ვილაპარაკებ. იქ არის რაღაც კარგი, არის რაღაც საკამათოც.  მაგრამ იყო ერთი პრინციპულად ფუნდამენტური საკითხი  რითაც ჩვენ გვიჩნდებოდა შანსი, რომ მიგვეღო, სტაბილური, დემოკრატიული  განვითარება, სტაბილური პროცესი და მომავალი კრიზისებისგან თავი დაგვეცვა. ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მულტიპარტიული დემოკრატიული სისტემის ფორმირების კვალდაკვალ  და ამის შესაძლებლობას გვაძლევდა  პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წლიდან. ხელისუფლებამ თქვა, რომ კიდევ ოთხი წელი მაცადეთ. ანუ შეიძლება  მუდმივ უზურპაციაზე ხელი არ მოაწერა მაგრამ 4 წელი  მინდა რომ ვიყოო. ასეთი დამოკიდებულება რა თქმა უნდა კატეგორიულად არის მიუღებელი არა პარტიებისთვის, რომლებიც აგრეთვე საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში არიან და მათი პოლიტიკური ოპონირების პოტენციალი სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას, არამედ საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ სუსტია ჩვენ ერთი რამე ვიცით, რომ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება იწყებს ძალაუფლების უზურპაციას, იღვიძებს საზოგადოება, არ პატიობს და  ასეთ ხელისუფლებას უშვებს სახლში. ეს არის უნივერსალური კანონზომიერება საქართველოს უახლოესი ისტორიის.

დღევანდელი ხელისუფლება დაადგა იგივე გზას, რა გზაზეც იყო წინა ხელისუფლებები, რომლებსაც ჰქონდათ ილუზია, რომ კონსტიტუციაში შეიძლება ისეთი „ეშმაკური  მექანიზმის“ ჩადება, რითაც ისინი გაიხანგრძლივებდნენ ძალაუფლებას. ეს ასე ვერ ხდება.  ეს ძალიან კარგად ჩანს და საზოგადოებას არ მოსწონს. მცდელობასაც არ პატიობს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტები საბოლოო მოსმენით მიიღო.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics