03:36 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 13:41:38, 2007 ნახვა

სხვადასხვა
რეიდერული შეთანხმება, ეკონიმიკაში რუსები მოდიან - რომან ფიფია აზოტის ქარხნის გასხვისებაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს

რუსთავის აზოტის ქარხნის ყოფილი მფლობელი რომან ფიფია ქარხნის რუს ინვესტორებზე გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს რომ თუ ეს სიმართლეს შეესაბამება მაშინ გარიგება უკანონო იქნება.

კითხვაზე რა სახის ინფორმაციას ფლობს გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ რომ საქართველოს ბანკსა და რუსს ინვესტორებს შორის ქარხნის გადაფორმების პროცესი უკვე მიმდინარეობს? _ რომან ფიფიამ განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით, საქართველოს და ლუქსემბურგის იურისდიქციებში სასამართლო დავები მიმდინარეობს და ქარხნის გასხვისების შესახებ, საქართველოს ბანკის მიერ გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება კანონიერი ვერ იქნება.

„ამ ეტაპზე მე ვაწარმოებ დავას ლუქსემბურგში რუსული კომპანია “SISTEMA” და ლუქსემბურგში მის შვილობილ კომერციულ ბანკ “EAST WEST UNITED BANK”-ის წინააღმდეგ. “SISTEMA”-მ კორპორატიული რეიდერობით სცადა რუსთავის აზოტის ხელში ჩაგდება და ხელოვნურად ჩაშლა უპრეცენდენტო მასშტაბის EBRD-ს ფინანსირება, რაც მოიცავდა არსებული სესხების რეფინანსირებას და რუსთავის აზოტის საწარმოო სიმძლავრეების გაორმაგებას. ამ პროექტით რუსთავის აზოტის საექსპორტო პოტენციალი იზრდებოდა ორჯერ და რუსთავში დამატებით იქმნებოდა 300 სამუშაო ადგილი. ამ გარემოების გათვალისწინებით ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსთვის აზოტი დღეს იყიდება არ მგონია რომ სიმართლეს შეესაბამოდეს, ვინაიდან არცერთი ინვესტორი არ შეიძენს აქტივს რომელიც არის მრავალმხრივი დავის საგანი. ხოლო თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩემი აზრით საქმე გვაქვს უკანონო გარიგებასთან“-აღნიშნავს რომან ფიფია

ფიფიას განმარტებით, საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია „SISTEMA” - სა და BGEO -ს შორის არსებული დავა. დავის საგანი, ს.ს. “საქართველოს ბანკის” ინიციატივით მოწყობილი აუქციონის შედეგებია , რომლის მიხედვით რუსთვის აზოტის ქარხნის აქტივები შეიძინა გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია ს.ს. “EU Investments”-მა, რომელმაც დაახლოვებით 100 მილიონი დოლარის ფინანსირება მიიღო ს.ს. “საქართველოს ბანკი”-ს ძირითად აქციონერისაგან “ BGEO GROUP”-საგან.

„მე ასევე განვიხილავ დავის დაწყებას სხვა იურისდიქციებში და არ გამოვრიცხავ რომ დავაში ჩაერთვებიან, ამ უდიდესი მაქინაციის სხვა, ახალი ფიგურანტები.
ნებისმიერ შემთხვევაში ამგვარი ინვესტორი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და მე მოვუწოდებ ყველა შესაძლო მხარეს დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და არ გახდნენ უკანონო გარიგების მონაწილეები“-აღნიშნავს აზოტის ქარხნის ყოფილი მფლობელი.

საგენტოს კთხვაზე ასეთ რეზონანსულ საქმეზე, რატომ აქამდე არ გააკეთა მან განცხადება?, _ ფიფიამ განმარტა, რომ მან სასამრთლოს გზით ბრძოლა აირჩია და თავის სიმართლეს სასამრთლოში დაამტკიცებს

„მე ჩემი სიმართლე სასამართლოში უნდა დავამტკიცო რაშიც დარწმუნებული ვარ. დროდა დრო სასამართლო პროცესების მიმდინარეობის და შედეგებიდან გამომდინარე საზოგადოებას ამომწურავ პასუხებს მივაწვდი“, - აცხადებს რომან ფიფია

აზოტის ქარხნის საქმეში ჩართული პირების განმარტებით, საქართველოს უმსხვილესი ქიმიური საწარმო აზოტის ქარხანა ერთი წლის წინ EBRD 155 მილიონი დოლარით დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. EBRD-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის პირველი პირების დადებითი შეფასებები მოჰყვა.   პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზოტის ქარხნის დაფინანსება, საერთაშორისო საფინანსო სექტორის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელად შეაფასა. პროექტის ფარგლებში რუსთავის აზოტის ქარხნის სრული მოდერნიზაცია და შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება იგეგმებოდა. დაფინანსების შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 20 ივლისს მოეწერა ხელი.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics