17:19 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 02:58:26, 3706 ნახვა

პოლიტიკა
ვენეციის კომისია 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერს 2024 წლამდე დატოვებას აკრიტიკებს

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გავრცელდა. დოკუმენტში რომელიც „ექსპრერსნიუმაც“ მიიღო აღნიშნულია, რომ წარდგენილი კონსტიტუციის პროექტი 2024 წლისთვის ინარჩუნებს 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს და კრძალავს პარტიულ ბლოკებს, რაც გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წინა სისტემას და უნარჩუნებს მმართველ პარტიას.

„მაშინ, როდესაც ვენეციის კომისიისთვის წარდგენილი კონსტიტუციის პროექტი 2024 წლისთვის ინარჩუნებს 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს და კრძალავს პარტიულ ბლოკებს, ის ცვლის გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წინა სისტემას და უნარჩუნებს, თუმცა ზღუდავს უპირატესობებს გამარჯვებული პარტიისთვის. მართალია, ეს ახალი სისტემა ითვალისწინებს ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციას და სულ მცირე, ამცირებს ბონუსური სისტემის შედეგებს, ის კვლავ ხელს უწყობს უძლიერეს პარტიას ქვეყანაში, სადა უძლიერესი პარტია ტრადიციულად, უმრავლესობას ფლობს ბონუსური სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ კონსტიტუციის მიღების გზაზე“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში.

ვენეციის კომისიის წინასწარი, დასკვნა დღეს გავრცელდა.

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics