07:26 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 10:57:48, 2406 ნახვა

საზოგადოება
საავტომობილო მოძრაობა პეკინზე არსებულ რეჟიმში გაგრძელდება

„რეაბილიტირებულ პეკინზე საავტომობილო მოძრაობა არსებულ, ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება“,- განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შეჯამებისას გააკეთა.  

დავით ნარმანიას თქმით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის გაცალმხრივება გადაადგილების კუთხით ქალაქში დაბრკოლებას არ ქმნის. 

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, დავით ნარმანიას თქმით, 23 სექტემბრიდან, პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. 

„ვიცი, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრშია და გეტყვით, რომ ამ ეტაპზე, ქუჩაზე მოძრაობა არსებულ რეჟიმში გაგრძელდება, რადგანაც ჩვენმა დაკვირვებამ და კვლევამ აჩვენა, რომ მოცემულ სქემას რაიმე სახის დაბრკოლება ქალაქში გადაადგილების კუთხით არ შეუქმნია“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.  




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics