2017-09-20 14:44:33, 2079 ნახვა
საზოგადოება
ლელა ქებურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აზიური ფაროსანასგან“ დაზიანებული სიმინდი მიიტანა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლელა ქებურიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „აზიური ფაროსანასგან“ დაზიანებული სიმინდი მიიტანა. დეპუტატის თქმით, პრობლემის აღმოფხვრაში არამხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არამედ მთელი ქვეყანა უნდა იყოს ჩართული. „მართლა უხერხულობას მიქმნის ის, რომ ყოველ ჯერზე პერფორმანსის დადგმა და ჩატარება მჭირდება, რომ თქვენი ყურადღება ჩემი რეგიონის მთავარ პრობლემას მივაპყრო. ცინიზმია, ის განცხადება, რაც სეს-ის წარმომადგენელმა დღეს პრესკონფერნციაზე გააკეთა. რა წყევლა გაქვთ მართლა ასეთი, რომ ყველაფერს ამოტრიალებულად და უკუღმა ახორციელებთ. დღეს როდესაც მავნებელი, პარაზიტი მეტასტაზივით მოედო მთელი სამეგრელოს სოფლებს და თქვენ მოსახლეობისთვის გაქვთ პასუხი ის, რომ თურმე შესაწამლ პრეპარატს დაურიგებთ. მართლაც უპრიანი იქნებოდა ამ შესაწამლი პრეპარატის დარიგება საწყის ეტაპზე, მაგრამ დღეს როდესაც მთელი სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაზე. ახლა კი ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თურმე 40 ერთეული ტექნიკა მუშაობს, თურმე ავიაციაა ჩართული, ნუთუ ზუგდიდის რომელიმე სოფელში არ გამოჩნდა ეს ტექნიკა ან რა ტექნიკა გყავთ ან რა ავიაცია გყავთ ისეთი, რომ კაციშვილი ამას ვერ ხედავს. რა პასუხს აძლევთ უკვე დაზარალებულ მოსახლეობას?“, -მიმართა ქებურიამ უმრავლესობას. ავტორი: , „თიბისიმ“ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა
პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
კობახიძე - ორბანი მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
|
ომი უკრაინაშიReuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|