15:52 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 12:09:35, 841 ნახვა

რეგიონი
ბიბილოვი: რუსეთი სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების გარანტია

ჩვენ ყველაზე მეტად გვაღელვებს ის საკითხი, რომ საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

კითხვაზე რას ფიქრობს ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არანაკლებ შემაშფოთებელია, რადგან მისი შეფასებით, მსგავს პროცესებს ყოველთვის ქაოსი მოყვება.

თუმცა, მანვე დასძინა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკაში ქაოსი არ მოხდება, რადგან "რუსეთი მშვიდობის გარანტია".

"ჩვენ არ გვსურს, რომ ეს ქაოსი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ისევ დაბრუნდეს. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, თითქმის არარეალურია, ვინაიდან რუსეთის სახით ჩვენ უსაფრთხოების სერიოზული გარანტი გვყავს, საქართველოში მრავლად არიან ოსები, რომელთა ბედი ასევე მაღელვებს. ისინი ჩვენი ძმები არიან. მე მაღელვებს ისიც, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ უშვებენ ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე, თრუსოს ხეობაში, სადაც მათი წინაპრების საფლავებია. ცნობილი ოსი მწერლების, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების საფლავები საქართველოს ტერიტორიაზეა და მათ ნათესავებს იქ მისვლა არ შეუძლიათ", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება
თბილისში, ერთ-ერთი პიცერია სალმონელოზის დადასტურების გამო დაჯარიმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics