13:53 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 14:20:33, 2534 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც 100%-ით უკრაინულ გუნდს, „ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ

მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, აზრითაც და მოქალაქეობითაც, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისთვის ანტისემიტიზმზე ნებისმიერი მინიშნებაც კი მიუღებელია. 

"ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებასთან ბრძოლა ჩემი ცხოვრების მთელი არსია. მე მაგალითად, ყოველთვის ვბლოკავ Facebook-ის მომხმარებლებს, რომლებიც ეთნიკური და რელიგიური შინაარსის კომენტარებს წერე. გუშინ, დაშა ჩიჟი სწორედ მისი განცხადების გამო დავითხოვე. ვერ დავემსგავსებით იმ ადამიანებს, ვინც ამ თემებზე მინიშნებებსაც კი აკეთებენ, ვინაიდან ასეთ ადამიანებს მე პირად მტრებად მივიჩნევ.

იმედი მაქვს მეგობრებო, რომ გავაერთიანებთ ჩვენს ძალებს და შევებრძოლებით ასეთ გამოვლინებებს. მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, აზრითაც და მოქალაქეობითაც, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ. მე ვამაყობ ჩვენი ქართული რეფორმებით, მაგრამ ვთვლი, რომ უკრაინულ კონტექსტში ”ქართველობაზე” აქცენტის გაკეთება სულ სხვა მიზნით ხდება", - წერს სააკაშვილი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics