11:27 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 19:37:46, 2091 ნახვა

სამართალი
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი“: აფგან მუხთარლის მეუღლის მიმართ შესაძლოა, ახალი დანაშაული მზადდებოდეს

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წევრი ორგანიზაცია  „კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი", დაზარალებულები ლეილა მუსტაფაევა და დაშგინ აღალარლი მოთვალთვალე პირების ფოტოსურეთებს და ვიდეოჩანაწერებს გაასაჯაროვებენ. ინფორმაციას „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"  ავრცელებს.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში"  პრესკონფერენცია 19 სექტემბერ,ს 11:00 საათზე, ჩატარდება:

,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციის ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და პროკურატურას, წარუდგინა იმ ადამიანების ფოტოსურათებიდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლისა და მის მეგობარს, დაშგინ აღალარლის, 2017 წლის 29 მაისამდე, (აფგანის გატაცებამდე), უთვალთვალებდნენ.

17 წლის 29 ივნისს ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის მიმართ სავარაუდო თვალთვალის, მიყურადების ფაქტის შესახებ დამატებით ვაცნობეთ პოლიციას.

2017 წლის 4 აგვისტოს საღამოს, თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის უთვალთვალებდა და დაყვებოდა  4 ადამიანი. ამ ადამიანების ფოტოსურათები და ვიდეჩანაწერი საქართველოს მთავარ პროკურატურას წარედგინა 2017 წლის 7 აგვისტოს.

დღემდე, არც ერთი მოთვალთვალის იდენტიფიცირების მიზნით განხორციელებული ღონისძებების შესახებ ცნობილი არ გამხდარა. 2017 წლის 24 აგვისტოს პროკურატურის გამომძიებელმამხოლოდ ლეილა მუსტაფაევა გამოკითხა. პროკურატურაში წარდგენილია მოთვალთვალეთა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები.

აფგან მუხთარლის გატაცებამდე, სწორედ ანალოგიური თვალთვალის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ამჟამად გააქტიურებული თვალთვალი დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ მსგავსი დანაშუალი შესაძლოა მზადდებოდეს ლეილა მუსტაფაევას და დაშგინ აღალარლის მიმართ. ლეილა მუსტაფაევა ჟურნალისტია და იძიებს აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრების ბიზნეს საქმიანობას საქართველოში, ხოლო, დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტია. ქართველ სამართალდამცავთა უმოქმედობა ნიადაგს ამზადებს მომავალში აფგან მუხთარლის გატაცების მსგავსი ქმედებებისთვის. ამ ფონზე დაზარალებულები თავს განსაკუთრებით დაუცველად გრძნობენ.

აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას საქმეს განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო და საქმეს პრიორიტეტიაქვსმინიჭებული. (application no.39503/17 Mukhtarli and Mustafayeva v. Azerbaijan and Georgia)

არსებული ვითარების და პროკურატურის უმოქმედობის გათვალისწინებით,2017 წლის 19 სექტემბერის 11:00 საათზე „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“წევრი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, დაზარალებულები ლეილა მუსტაფაევა და დაშგინ აღალარლი გაასაჯაროვებენ მოთვალთვალე პირების ფოტოსურეთებს და ვიდეოჩანაწერებს. დიდი ალბათობით ამ ადამიანებს კავშირი უნდა ჰქონდეთ 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბეჟაშვილი - არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში
ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
„ფეისბუკებში დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო, კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ“ - „პუბლიკა“ აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics