07:57 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 17:27:53, 2132 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში იქნება მიღებული

„დოკუმენტი, მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში მიიღება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიღების თარიღი უახლოეს მომავალში დაზუსტდება. მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიასთან მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები და გადაწყვეტილებები ამის საფუძველზე მიიღება.

„რაც შეეხება სხდომის თარიღს, თარიღი დაზუსტდება უახლოეს მომავალში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებები მიიღება ამ კონსულტაციების საფუძველზე.  რაც შეეხება ცვლილებებს, ჩენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ცვლილებები არის ორი მოსმენით მიღებული. გრძელდება ამ დოკუმენტის განხილვა და მიიღება საბოლოო ჯამში დოკუმენტი მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ვეტოს - ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

 „ვეტოს დადება არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ჩენი პრეროგატივა არის ამ ვეტოს განხილვა და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
შსს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა
პარლამენტის წინ სტუდენტთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს
ვაჟა სირაძე - პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics