04:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-17 10:56:54, 2123 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, აზიურ ფაროსანას ერთიანი ძალებით მოვერევით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოსა და ზემო სვანეთში მერობის კანდიდატების წარდგენისას,  მავნებელ მწერ აზიურ ფაროსანას მიერ გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, მავნებელს გაუმკლავდებიან:

„მეგობრებო, მე კარგად ვიცი, რამხელა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა წელს სამეგრელო იმის გამო, რომ თქვენი მოსავალი სერიოზულად დააზიანა აზიურმა ფაროსანამ. სოფლის მეურნეობა, ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის მაღალ რისკიანი დარგი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მავნებელს მოვერევით, ისევე როგორც თავის დროზე სხვა მავნებლებს, როგორიც იყო ამერიკული პეპელა და სხვა.

ამ პრობლემის გადაჭრასაც აუცილებლად სჭირდება ჩვენი - ყველას ძალების მობილიზება. ამ საქმეში ჩვენ ჩავრთეთ ავიაცია, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გავუმკლავდეთ მას. ფართობები ამჟამად მუშავდება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების - ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული მაღალი ხარისხის და მაღალი ეფექტურობის პრეპარატებით. ასეთ პრობლემასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და საერთო მობილიზება. ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა შევუტიოთ, რათა რეალური შედეგი დადგეს და უკვე წელს ვიფიქროთ, როგორ შევამციროთ პრობლემა მომავალი წლისთვის. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ძალისხმევას დახარჯავს ამ რეგიონში მეტი პროგრამის და მეტი შეღავათიანი სესხის დაფინანსებისთვის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics