13:16 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 20:57:36, 726 ნახვა

რეგიონი
გურჯაანის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია შეხვედრებით დაიწყო

,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არჩილ ხანდამაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. 

"სოფელ კახიფარიდან დავიწყე ჩემი შეხვედრები ამომრჩეველთან. ადგილობრივების ძირითადი თხოვნა ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაა. მე, თითოეულ ჩემ თანამოქალაქესთან ერთად შევძლებ, რომ სოფელში არსებული გამოწვევები იქნეს გადალახული და ჩემი მერობის შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდები მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა არჩილ ხანდამაშილმა.

მერობის კანდიდატის განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს გააჩნია განვითარების პოტენციალი და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას. 

"ვამაყობ, რომ გურჯაანში „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა გამომიცხადა და მერობის კანდიდატად დამასახელა. სიამოვნებით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ვფიქრობ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ქალაქში არსებული პოტენციალის ათვისებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის მიმართულებით,’ – აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრები რამდენიმე საოჯახო მარანში, სოფელ შაშიანში, სოფელ კალაურში, ვაჩნაძიანსა და ვაზისუბანშიც გამართა.

„ჩემი მიზანია, რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ საოჯახო მარნების მიერ დაყენებული ქვევრის ღვინის განვითარებაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ქვევრის ღვინოების ცნობადობის ამაღლებას, ეკონომიკურ წინსვლასა და ადგილობრივად, სოფელში დოვლათის შექმნას,“ - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 26-29 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
„თიბისიმ“ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა
პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
კობახიძე - ორბანი მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics