02:00 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 19:10:13, 755 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

2017 წლის, 15-17 სექტემბერს, სასტუმრო “SHERATON” -ში, გაიმართება საქართველოს II -ე საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში.

კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის მხარდაჭერით (პროფესორი გ.გრიგოლია) ასევე ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის კავშირი (პროფესორი მ.ჩხაიძე), აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

კონფერენციის სამუშაო პროცესში და მომზადებაში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სფერის წარმომადგენლები.

სამუშაო დღეების ფარგლებში ჩატარდება 3 (სამი) ვორკშოპი, რომელთაგან ერთი ეხება რეგიონალურ ანესთეზიას, ანესთეზიის რეგიონალური ასოციაციის გერმანია (ბერლინი) სერთიფიფატის გაცემის უფლებით.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სკიკერები აშშ –დან, საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სასომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ა.შ.

კონფერენციის დასწრების სავარაუდო რაოდენობა 350-400 დელეგატი.

აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა ანესტეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, გადაუდებელი მედიცინის, მეანობის, პულმონოლოგიის და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვის.

პრაქტიკულად კომფერენცია ორგანიზიულად აერთიანებს ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მუშაკებს, მთელი საქართველოს მაშტაბით.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics