03:06 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 19:00:35, 2104 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ქრისტიენ დანიელსონსა და თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე  მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონსა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  ევროკავშირისა და საქართველოს   თანამშრომლობის   აქტუალური  საკითხები,  მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა. 
სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. 
„შთამბეჭდავია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები და შესაშურია თქვენი გადაწყვეტილების  სიმტკიცე, რომ განაგრძოთ ამ გზაზე წინსვლა“,- აღნიშნა ქრისტიან დანიელსონმა.

მხარეებმა შეხვედრაზე  ყურადღება გაამახვილეს  მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის სამზადისსა და ქართული მხარის კონკრეტულ პრიორიტეტებზე.

განსაკუთრებული  ყურადღება  დაეთმო,  ასევე,  რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელობასა და საქართველოს ახალი დახმარების ინსტრუმენტებსა და პროგრამებში  ჩართულობის შესაძლებლობის საკითხს.
(NS) 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics