08:50 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 18:50:00, 741 ნახვა

სხვადასხვა
ქუმსიშვილი: წინანდლის ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითია

წინანდალის მუსიკალური ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავებისჩართულობის მაგალითია, რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს დიდი წარმატება, - ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფესტივალის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

ბრიფინგში ასევე მონაწილეობდნენფესტივალის ავტორები და ორგანიზატორები კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი,  ვერბიეს  მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი, ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი და  წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელი ავი შოშანი და ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „წინანდლის ფესტივალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, მან უსურვა ფესტივალს წარმატება, საერთაშორისო აღიარება, ხოლო დამფუძნებლებს იმ შედეგის მიღწევა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ფესტივალი სახელმწიფოსა და „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. მისი ინფორმაციით, ფესტივალის თანადაფინანსება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მოხდება. „ჩვენ 2018 - 20 წლეებში გავმართავთ იმ მუსიკალურ ღონისძიებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად და კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წინანდალში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და მუსიკალური აკადემია 2019 წლიდან დაფუძნდება.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics