17:52 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 07:02:51, 2192 ნახვა

მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი: ბრიტანეთი ინანებს ევროკავშირიდან გასვლას, გაერთიანება კი, მუშაობას გააგრძელებს

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ბრიტანეთი ინანებს ევროკავშირიდან გასვლას, გაერთიანება კი მუშაობას გააგრძელებს, - ამის შესახებ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც იუნკერმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ევროგაერთიანებას 2019 წლის მარტში დატოვებს.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ბრექსითი არ ნიშნავს ერთად ყოფნის შემდეგ ყველას დასასრულს.

შეგაახსენებთ, რომ 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა თანამდებობა დატოვა, მისი ადგილი კი, Brexit-ის მომხრე კანდიდატმა ტერეზა მეიმ დაიკავა. მიმდინარე წლის 29 მარტს, ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. ამ პროცესმა ვადამდელი არჩევნების დანიშნვის აუცილებლობა გამოიწვია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - ენმ-ს ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება
ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს - ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ?
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics