02:31 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 05:35:00, 2152 ნახვა

კომენტარი
სუბარი: რასაც სააკაშვილი აკეთებს უკრაინაში, კორექტული და სახელმწიფოზე მოფიქრალი პოლიტიკოსის ქმედებებს სცდება

„რასაც სააკაშვილი აკეთებს უკრაინაში, ზოგადად კორექტული და სახელმწიფოზე მოფიქრალი პოლიტიკოსის ქმედებებს სცდება”,-ასე გამოეხმაურა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

„უკრაინის შიდა საქმეა სამართლებრივად, რა იქნება, როგორ იქნება“,-აღნიშნა სუბარმა.

რაც შეეხება ქართული მხარის მიერ  მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნას, სუბარის განმარტებით,  ექსტრადირებაზე მოთხოვნა  რამდენიმე წლის წინაა გაგზავნილი და შესაბამისად, არანაირი ახალი მოთხოვნა არ არსებობს, 

„ერთადერთი, რაც გაკეთდა ბოლო პერიოდში, უკრაინამ კითხვა დასვა, რომ ძალაში არის თუ არა ექსტრადირების მოთხოვნა, ბუნებრივია ეს მოთხოვნა არ შეცვლილა”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics