00:42 - 22 Feb, 2018
2017-09-11 04:36:48, 802 ნახვა
აშშ რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად, ახალ ატომურ იარაღს შექმნის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის აგრესიის შესაკავებლად, ატომური იარაღის ახალი, კომპაქტური სახეობის შექმნაზე მსჯელობენ.

ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.

როგორი იქნება ეს "კომპაქტური" ატომური იარაღი, ჯერ უცნობია. "ის უნდა იყოს კომპაქტური და იაფი, ხოლო მისი აფეთქების სიძლიერე-უმნიშვნელო", - ვარაუდობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

Politico-ს ვარაუდით ახალი სახის ატომური იარაღის შექმნას შესაძლოა საერთაშორისო საზოგადოებაში  არაერთგვაროვანი გამოძახილებები მოჰყვეს. აშშ-ის ამ ნაბიჯმა შესაძლოა ახალი საერთაშორისო "ატომური რბოლის" ახალი სცენარით განვითარება გამოიწვიოს-ვარაუდობენ Politico-ში.

ამ დროისთვის აშშ-ის ატომურ არსენალში ყველაზე სახიფათო ატომურ იარაღად ცვალებადი სიმძლავრის ბომბები B61 ითვლება. პენტაგონის ცნობით, ეს იარაღი აშშ-ის არსენალში მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
შშმ პირები იმპორტირებული მანქანის შეძენისას სააქციზო გადასახადისგან გათავისუფლდებიან
განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლაში დასაქმებული ტექნიკური პერსონალის ხელფასებიც უნდა გაიზარდოს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics