2017-09-08 02:43:40, 2956 ნახვა
კულტურა
„ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის კონცერტები მომავალი წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება
ბრიტანელი ვარსკვლავი ელტონ ჯონი საქართველოს მომავალ წელს ეწვევა. როგორც „ისთერნ ფრომოუშენის“ ხელმძღვანელმა გიორგი კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონცერტის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. „შემოთავაზება იყო სხვადასხვა თარიღების. ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ახლო თარიღში 2- 3 კვირის ვადაში მომხდარიყო თარიღების შეცვლა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი იყო. სხვა თარიღები ჩავთვალეთ, რომ არ იქნებოდა კომფორტული მსმენელისთვის და საბოლოოდ შევთანხმდით ახალ თარიღებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ 16-17 სექტემბრის კონცერტი გადატანილია და ამ წელს ელტონის ჯონის ხილვა საქართველოში აღარ მოხერხდება“,-აღნიშნა კერესელიძემ. მისივე ინფორმაციით, ელტონ ჯონის კონცერტის გადადების მიზეზი ჯგუფის უცვლელი წევრის, გიტარისტის დეივიდ ჯონსტოუნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ჯონსტოუნს ხელის აქვს დაზიანებული და სარეაბილიტაციო კურსს გადის. ავტორი: , |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|