14:44 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 10:33:08, 2287 ნახვა

კომენტარი
იზორია: ბორჯომის ხეობის რთული რელიეფის გამო, ცოცხალი ძალის გამოყენება მეტ რისკებთან არის დაკავშირებული

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

როგორც იზორიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, თავდაცვის უწყების ნაწილების გადაყვანა ატენის ხეობიდან ბორჯომის ხეობაში არ იგეგმება.

მისივე განმარტებით, რთული რელიეფის გამო, ცოცხალი ძალის გამოყენება მეტ რისკებთან არის დაკავშირებული.

"თავდაცვის უწყების ნაწილების გადაყვანა ატენიდან ბორჯომში არ იგეგმება, გამომდინარე რთული რელიეფიდან. ცოცხალი ძალის გამოყენების შესაძლებლობა დაყვანილია მინიმუმამდე. შესაბამისად პრიორიტეტი ენიჭება ტექნიკას. ხედავთ, რომ უწყვეტ რეჟიმში ხდება ვერტმფრენებით წერტილოვნად წყლის დასხმა და კერების ლოკალიზება. სამწუხაროდ ძლიერი ქარი აღვივებს ცეცხლს და შესაბამისად წინასწარ პროგნოზირება თუ სად გაჩნდება კერა შეუძლებელია. მაქსიმალურად ვახორციელებთ მონიტორინგს, სადაც ხდება ამ კერების იდენტიფიცირება, რათა წერტილოვანი ფრენა განახორციელოს ვერტმფრენმა წყლის დასხმის მიზნით. თუ ატენის ხეობაში მისი რელიეფიდან გამომდინარე ცოცხალი ძალის გამოყენება მოხერხდა და საკმაოდ წარმატებული ვიყავით ამ თვალსაზრისით, აქ ბორჯომში რელიეფი არის საკმაოდ რთული და ცოცხალი ძალის გამოყენება მეტ რისკებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრმა მეგობარ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა, სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულობისთვის. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას
კალაძე ოპოზიციაზე - იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics