18:57 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 18:23:24, 5148 ნახვა

მსოფლიო Lifestyle სხვადასხვა
ფედერიკ ბეგბედერი: მე ვარ ტურისტი, მოკლული იმის გამო, რომ მიყვარდა კატალონია

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი Facebook-ის მეშვეობით, გუშინ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს გამოეხმაურა. 

როგორც ბეგბედერი წერს, ის "ყოველი ტერორისტული აქტისას გრძნობს ერთიან ზიზღსა და სურვილს უხილავ მტერს შეებრძოლოს". 

"მე ვიკი კრისტინა ვარ. ემოციებით წერა კარგი არასდროსაა, რადგან გადაჭარბებული რიტორიკის რისკის წინაშე დგები, მაგრამ გავრისკავ. მკვლელობებს ვერ შევეჩვიე. ყოველი ტერორისტული აქტისას ვგრძნობ ერთნაირ ზიზღსა და სურვილს, რომ შევებრძოლო უხილავ მტერს: აბსურდს. წარმოგიდგენიათ? ჯერ კიდევ არსებობს ადამიანი, რომელსაც მოუნდა, საფეხმავლო ბილიკზე სატვირთო მანქანით შევარდნილიყო, რათა შემდეგ მის ღმერთს ეამაყა მისით. მან იფიქრა, რომ პრობლემებს ბავშვებში, ქალებსა და „შორტებიან“ მამაკაცებში შევარდნით გადაჭრიდა. ნიცაში, ლონდონში, ბერლინში, ბარსელონაში ერთანირი შიში აქვთ ადამიანებს. მარტო მე არ ვარ შეურაცხყოფილი ამ გრძნობადაკარგული ძალადობით, ყველა ნორმალური ადამიანი ასეა. მე, ასევე, ვბრაზობ ანტიტურისტული გამომსვლელების გამო კატალონიაში, ბასკების ქვეყანაში. მათზე, ვინც თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდნენ, რათა ტურისტებისთვის მოეთხოვათ სახლში წასულიყვნენ. ის ნაციონალისტები, რომელბსაც ტურისტებზე ალერგია აქვთ, თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდნენ დღეს, ახალგაზრდა უცხოელების გვამების წინაშე. ესპანეთი და საფრანგეთი ის ბედნიერი ქვეყნებია, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იზიდავენ ხალხს, პატივია, ვუმასპინძლოთ იმ მოგზაურებს, რომლებსაც მოვწონვართ. ანტიტერორისტული მოძრაობა საფრანგეთშიც იკრებს ძალებს. მართალია ზოგიერთ სტუმარს არ შეუძლია, ადგილობრივ კულტურას სცეს პატივი, მაგრამ არცერთი ტურისტი იმსახურებს სიკვდილს. ვიცი ფიქრობთ, საწყალი ფრედერიკი ორ საკითხს ერთმანეთში ურევსო და რომ კრიტიკა ვულგარული ტურიზმისა არაა პასუხისმგებელი ისლამისტი ტერორისტების თავდასხმაზე, მაგრამ ასე არაა, ეს რეალობაა. ტურიზმი არ არის მხოლოდ იდიოტების ვიზიტებით მოპოვებული ფული: ეს არის სიყვარული, სიმბოლიზირებული ვუდი ალენის ფილმთან „ვიკი, კრისტინა,ბარსელონა“. დიახ, ისინი ეწვივნენ ღირსშესანიშნაობებს, ძეგლებს და გულუბრყვილოები ვერ ამჩნევდენ ქალაქების ტკივილებს, მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ნეიმარი PSG-ში გადავიდა, მაგრამ ამ დილით მე ვარ ვიკი და კრისტინა, მე ვარ ტურისტი, მოკლული იმის გამო, რომ მიყვარდა კატალონია.

ფრედერიკ ბეგბედერი", - წერს მწერალი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ესპანეთში ორი ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, 130 კი, დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics