09:16 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 17:21:17, 2877 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: მნიშნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს და გარკვეულ შედეგებამდე მივიდეთ

 „მნიშვნელოვანია, რომ  ეს დიალოგი გაგრძელდეს და ჩვენ გარკვეულ შედეგებამდე მივიდეთ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება.

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა  პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით გავუძღვე ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ჩვენ ყველა წარმოვადგენთ საზოგადოების ნაწილს და ვმონაწილეობთ ქვეყნის განვითარების პროცესში. ამიტომ მჯერა ახლო მომავალში ჩვენ კიდევ არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, მსჯელობისა და შეთანხმებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს  და ჩვენ გარკვეულ შედეგებამდე მივიდეთ არამხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.

დღეს შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, წინ გვაქვს ასევე შესაძლებლობა შევხვდეთ სტრასბურგშიც, ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაზე, კონსტიტუციის პროექტი და პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს ცნობილია. ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა, ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით და  ზე პარტიული პრეზიდენტით. მე ვფიქრობ ჩვენ შორის შედგება შეთანხმება, უმთავრესი ეს არის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიადობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს. მინდა გთხოვოთ დღეს თითოეულმა პარტიამ ის საკითხები, რისი ასახვაც ახალ კონსტიტუციაში გსურთ და ასევე ის საკითხები, რომლის გათვალისწინების  შემთხვევაშიც თქვენ მხარს დაუჭერდით ახალ კონსტიტუციას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics