21:11 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 14:53:18, 3254 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ბიზნესპროცესების აუთსორსინგისთვის მიმზიდველი ლოკაცია ხდება

ბიზნესპროცესების აუთსორსინგის კუთხით საქართველო მიმზიდველი ლოკაცია ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც საკმაოდ პოზიტიურ შედეგებშიც აისახება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კერძოდ - ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე საერთაშორისო, ცნობილმა კომპანიამსერვისების აუთსორსინგის კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციაგანახორციელა.

უწყების ინფორმაციით, მსხვილი ინვესტორებიდან ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოში ბიზნესპროცესები საუთსორსინგის (ე.წ. BPO) სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა, გერმანული კომპანია „Arvato Bertelsmann“-ია.

 ამ ეტაპზე კომპანიამ 150 ადამიანი დაასაქმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა სახის მომსახურებებს აწვდიან,  მათ შორის კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, ელექტრონული ვაჭრობისა და ფინანსების მიმართულებით. უახლოეს მომავალში კომპანია დამატებით 150 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს. 

კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც  საქართველოში მნიშნელოვანი ინვესტიცია განახორციელა, კომპანია „Base4“-ია, რომელიც საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო სერვისების აუთსორსინგს იწყებს.

 კომპანია, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება, საქართველოში ქართველი არქიტექტორების დახმარებით შექმნის არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებს ისეთი მაღალი კლასის სასტუმროების ქსელებისთვის, როგორებიცაა: Hilton Hotels & Resorts, Hyatt Hotels Corporation, Marriott Hotel და ა.შ. 

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესპროცესების აუთსორსინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი მიმართულებაა, რადგან დღესდღეობით მრავალი საერთაშორისო კომპანია მიმართავს მსგავს პრაქტიკას და საკუთარი კომპანიის საჭირო მომსახურებების მართვას სხვადასხვა ქვეყნებში.

 კერძოდ, კი ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ბულგარეთში და ა.შ. ახორციელებს.აღნიშნული მიმართულება ფინანსური სერვისების,საინფორმაციო სატელეფონო ცენტრების,  მონაცემთა ცენტრების, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, IT მომსახურების,ადამიანური რესურსების მართვის, R&D და მრავალი სხვა მომსახურების საქართველოდან მართვასა და მიწოდებას გულისხმობს.

სწორედ ამიტომ, ბიზნესპროცესების აუთსორსინგის განვითარება და აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვა ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა
რუსეთში პაზოლინის ბიორგაფიული წიგნი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დააცენზურეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics