15:05 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 14:31:56, 1303 ნახვა

სამხედრო
დღეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, მას დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის  ხსოვნას  პატივი მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალთან მიაგეს. 

ეროვნული გმირის პატივსაცემად ქვემო ალვანში იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

უწყების ინფორმაციით, ეროვნული გმირის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დღეს პირველად შეიარაღებული ძალების ისტორიაში 13 სამხედრო მოსამსახურე სამინისტროს უწყებრივი მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდა. 

სერჟანტებს მედლები თავდაცვის მინისტრმა საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი ინდივიდუალური მამაცობისთვის, სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის გადასცა. 

თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ბრძანებით დამტკიცდა. 

დღესვე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის მშობლიური სკოლის შესასვლელ კედელზე  მემორიალური დაფა გახსნა.

მოგვიანებით, კი ეროვნული გმირის ოჯახის წევრებსა და პედაგოგებს გაესაუბრა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

(NS) 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამეგრელოს რეგიონში 11-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა
DW - ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანში ჩავიდა
წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე 2 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics