23:04 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 18:07:28, 1988 ნახვა

ეკონომიკა
ქართველი მეწარმეები პროდუქციის პოპულარიზაციას ევროპის მეწარმეთა ქსელის მეშვეობით შეძლებენ

დღეს ,,ტექნოპარკში“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“-ს შორის,  ევროპის მეწარმეთაქსელის (EEN)პლატფორმის გამოყენების შესახებურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ევროპის მეწარმეთა ქსელის გამოყენებით მოხდეს ქართველ მეწარმეთა  პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და სავაჭრო მისიების/ფორუმების ინიცირება/ორგანიზებაშიმონაწილეობა.

ევროპის მეწარმეთა ქსელი 600-ზე მეტი ორგანიზაციის დახმარებით 67 ქვეყანაში ოპერირებს. მასში ჩართულ კომპანიას საშუალება მიეცემა, გაავრცელოს და მიიღოს ბიზნესწინადადებები და საპარტნიორო შეთავაზებები პლატფორმაში გაწევრიანებულიათასობით უცხოური კომპანიისგან.

როგორც სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია აღნიშნავს,  პლატფორმა საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს საქართველოში ბიზნესისგანვითარებასა და მეწარმეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.

,,ევროპის მეწარმეთა ქსელში ჩვენი მეწარმეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროდუქციის რეალიზაციისა და  ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით. აღნიშული პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სამივე სახელმწიფო უწყება, პროაქტიურ რეჟიმში მივაწვდით ინფორმაციას  ჩვენს მეწარმეებს იმ სარგებლის შესახებ, რასაც EEN მათ სთავაზობს.მეწარმეებს ასევე დავეხმარებით რეგისტრაციის პროცესში“, - აღნიშნა მარიანა მორგოშიამ.

,,ჩვენ ერთიანი ევროპული საწარმოების  ქსელის ბენეფიტებს  საშუალებას ვაძლევთ,  მიიღონ და გაავრცელონ საჭიროინფორმაცია. მემორანდუმში მონაწილეობას იღებს ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.  არაერთ ქართული ორგანიზაციაა,  რომელსაც  ევროპაში თავისი პროდუქტისგატანა ან ევროპიდან შემოტანა სურს.  ამ პროცესში  ევროპულ და ქართულ ბიზნესსაწარმოთა შორის მუშაობა სინქრონიზებული უნდა იყოს, სწორედ ამას ემასხურება აღნიშნული პლატფორმა“, - განაცხადა  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ზვიადაძემ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ნინო ჩიქოვანის შეფასებით კი ,,მოიძიე პარტნიორი“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ეს მემორანდუმი კიქართულ კომპანიებს  ხელს შეუწყობს, ჩაერთონ ევროპის მეწარმეთა ქსელში.

,,ამ პლატფორმაში გაწევრიანებით სავაჭრო-სამრეწველო პალატა ხელს შეუწყობს კომპანიებს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში, რომ  თავიანთი პროდუქციის და კომპანიის პოზიციონირება  ევროპის ყველაზე დიდ მეწამეთა ქსელშიშეძლონ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სააგენტოებს, ვისთან ერთადაც  მემორანდუმი გავაფორმეთ“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.

ევროპის მეწარმეთა ქსელის სერვისების მიღება შეეძლება ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც შეავსებს een-georgia.ge ვებ-გვერდზე განთავსებულ აპლიკაციას და მიმართავს een-georgia -ს კონსორციუმის წევრ შემდეგ ორგანიზაციებს: სააგენტ„აწარმოე საქართველოში“, სსიპ-ს „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics