18:44 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 14:55:19, 1890 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - საქართველოს გამოცდილება“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.

კონფერენციაზე C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას გაეცნენ და ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის ეტაპობრივი შეფასება გაკეთდა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ელიმინაციის პროექტი მნიშვნელობით ქვეყნის მასშტაბებს გასცდა.

„ეს პროექტი ბევრად მნიშვნელოვანი გახდა, რადგან მრავალი ქვეყნის ინტერესის სფეროა. ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული, რათა ნახონ, შეისწავლონ და შეძლებისდაგვარად გამოიყენონ თავიანთ ქვეყნებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

 დავით სერგეენკომ მოსახლეობას უფასო სწრაფი-მარტივი ტესტის ჩატარებისკენაც მოუწოდა.

„ქვეყანაში დარჩენილია ასი ათასი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს დაავადება და ამის შესახებ არ იცის, ამიტომ ყველას ვთხოვ, გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა და ჩაიტარონ ე.წ. „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ხდება ამ პროგრამის განხორციელება, რომელიც მიმართულია ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. საქართველო ამ საქმეში ნამდვილად არის ლიდერი და პირველი ქვეყანა, სადაც სრულად აღმოიფხვრება აღნიშნული დაავადება. აქ არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც, რომლებიც იზიარებენ საქართველოს გამოცდილებას“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.

„საქართველოს მაგალითი არის მისაბაძი და ეს წარმატების ისტორიაა“ - ასე შეაფასა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის გადამდებ დაავადებათა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დივიზიონის დირექტორმა, ნედრეტ ემიროგლუმ საქართველოს გამოცდილება ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით.

ამასთან, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის პრეზიდენტის, ჩარლზ გორის განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის – „სწორედ ეს გვჭირდება, რომ ჩემპიონმა ქვეყნებმა განაცხადონ - დიახ, ჩვენ შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მაგალითი და მისი ძლიერი პოლიტიკური ნება შთამაგონებელი და მისაბაძი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, რათა მათაც განახორციელონ დაუყოვნებელი ქმედებები 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიზნით,“ - აღნიშნა მან.

მსოფლიოში დაახლოებით 325 მლნ ადამიანს აქვს B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმა. 20 ინფიცირებულიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ ვირუსული ჰეპატიტის მატარებელი. საქართველოში კი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს - 150 ათასამდე ადამიანს აქვს. ამათგან100 000-ზე მეტმა ადამიანმა კი, ჯერ კიდევ არ იცის, რომ ინფიცირებულია.

საქართველოში აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო. ამ დრომდე, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას 43 ათასზე მეტმა პაციენტმა მიმართა, დაახლოებით 40 ათასი ჩაერთო მკურნალობაში, 31 840 პაციენტმა კი დაასრულა მკურნალობის კურსი. ამავდროულად, ინფექციის მატარებელთა გამოვლენის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და მის რეგიონულ განყოფილებებში უფასო სკრინინგი მიმდინარეობს. 2

017 წელს ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა დააარსა პროგრამა NOhep Visionaries, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ცნობიერების ამაღლებისა და მსოფლიოში ელიმინაციის მისაღწევად საჭირო მიდგომების შემუშავების მიზნით აერთიანებს. C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის გაწეული შრომისთვის ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა პროგრამის მონაწილედ საქართველო, როგორც სხვა ქვეყნებისთვის სანიმუშო და მისაბაძი მაგალითი წარადგინა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics