14:27 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 13:15:30, 2120 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთის განვითარების ბანკმა „ბაზისბანკს“ 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო

„ბაზისბანკის“ სათაო ოფისის საგამოფენო დარბაზში ჩინეთის განვითარების ბანკსა და „ბაზისბანკს“ შორის 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის  საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე, ხელმოწერის  ცერემონიალი გაიმართა.

2016 წელს ჩინეთის განვითარების  ბანკმა „ ბაზისბანკს“  5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო საერთაშორისო  სავაჭრო  ოპერაციების  დაფინანსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს იყო  უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩინურმა  ფინანსურმა  ინსტიტუტმა  საქართველოში ამ მიმართულებით დაიწყო თანამშრომლობა ადგილობრივ ბანკთან.

ჩინეთის განვითარების ბანკი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია. 2016 წლის მდგომარეობით, მის მიერ გაცემული სავალუტო კრედიტის ოდენობა 347 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

„ბაზისბანკისთვის დიდი პატივია, ვიყოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მასპინძელი და პარტნიორი საქართველოში. ის, რომ დღეს ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო  გაღრმავდა, გვაძლევს საფუძველს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს კომპანიებს შორის თანამშრომლობა იქნება გრძელვადიანი და კიდევ უფრო მასშტაბური, რაც საშუალებას მოგვცემს, მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი  რესურსი ბიზნესის  მხარდასაჭერად. ბიზნესის განვითარება კი პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკურ  განვითარებასა და ზრდასთან.

დღეს გაფორმებული ხელშეკრულება 15 მილიონ დოლარზე, მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ბაზისბანკი, როგორც აღვნიშნე, გახლავთ სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის განვითარების ბანკისა საქართველოში. ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობა იზრდება და სულ უფრო მეტი ინვესტიციები შემოდის აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოში და სწორედ ჩვენი  ბანკის დახმარებითა და ხელშეწყობით შესაძლებელი იქნება, რომ ამ ინვესტიციებმა მიაღწიონ კონკრეტულ სუბიექტებამდე და ჩვენ ხელი შევუწყოთ ქართულ ბიზნესს, როგორც ადგილზე ბიზნესის განვითარებაში, ასევე ექსპორტის  ზრდასა და ვაჭრობის ზრდაში“,-განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელი გუ დეიოგი დარწმუნებულია, ბაზისბანკთან თანამშრომლობის საფუძველზე ადგილობრივ ბაზარზე გაიზრდება ბანკის გავლენა და კონკურენტუნარიანობა, მოხდება კონსოლიდაცია და გაღრმავება არსებული თანამშრომლობისა, საფუძველი ჩაეყრება სხვადასხვა სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობას.

„ბაზისბანკი ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთგვარი ხიდია. წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე, ჩინეთის  განვითარების ბანკისთვის ბაზისბანკი საქართველოში  საიმედო პარტნიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ  ჩვენი ბანკი აქტიურადაა ჩართული პროექტში „ერთი სარტყელი-ერთი გზა“, რომლის ფარგლებშიც  უკვე განვახორციელეთ და მომავალშიც  ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზრდება ბაზისბანკთან თანამშრომლობის მასშტაბებიც. მჯერა, ჩვენი ბაზისბანკთან თანამშრომლობის საფუძველზე ადგილობრივ ბაზარზე გაიზრდება“, - აღნიშნა ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა გუ დეიოგმა.

მისივე განმარტებით, ამჯერად ჩინური განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 15  მილიონიანი რესურსი ბანკის ლიკვიდურობისა და  დაკრედიტების ზრდას მოხმარდება.

„აღნიშნული პროექტი ბევრად მოქნილი და ეფექტურია, რითაც ბაზისბანკს მიეცემა საშუალება, საკუთარი შეხედულებისამებრ დააფინანსოს ნებისმიერი სეგმენტი თუ ბიზნეს სფერო და ამით კიდევ მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას. რაღა თქმა უნდა, აღნიშნული რესურსით ჩვენი სურვილია, მხარდაჭერილი იქნას ჩინური კაპიტალის  მქონე კომპანიებიც“,-ამბობს ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელი.

მან ასევე ბაზისბანკთან გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა:

„ბაზისბანკი არის ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვანი კომერციული ბანკი. ბანკის მმართველი ჯგუფი დაკომპლექტებულია  პროფესიონალებით  და სტაბილურად ოპერირებს ბაზარზე.  ბაზისბანკის განვითარების პერსპექტივა მრავალმხრივია.  ჩვენი სურვილია ბანკთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება  და ყოვლისმომცველი სტრატეგიული  ურთიერთანამშრომლობის  ჩამოყალიბება“,-აღნიშნა გუ დეიოგმა.

გარდა ამისა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მომავალ კვირაში ზუგდიდში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრის  გახსნა იგეგმება.

ფოტო რეპორტაჟი

®




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - „თიბისი დაზღვევა“
მდინარაძე - ვისაც არ უნდა, მხარი დაუჭიროს ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics