01:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 09:23:51, 2615 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: მე არავის მხრიდან არ ვეძებ დახმარებას

„მე არ ვეძებ არავის მხრიდან დახმარებას“, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წამყვანის შეკითხვას - „ხომ არ ეძებს ის დახმარებას აშშ-ის პრეზიდენტისგან“.

„ეს იყო აბსოლუტურად უკანონო ბრძანება. მე არ ვეძებ არავის მხრიდან დახმარებას. მოხდა ისე, რომ შეერთებულ შტატებში ვარ ჩემ ოჯახთან, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არიან. უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვეს იმავე პრობლემისა და მიზეზების გამო, რა პრობლემებიც მქონდა პუტინთან. მე წინ ვებრძვი ოლიგარქიულ და კორუფციულ რეჟიმს. მე უკრაინის პატრიოტი ვარ, მე მივიღე უკრაინის მოქალაქეობა რადგან უკრაინელმა ხალხმა მიმიწვია. პრეზიდენტმა პოროშენკომ მომანიჭა მოქალაქეობა და ის მივიღე რადგან ვფიქრობდი, რომ ისიც ერთგული იყო რეფორმების. რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინა უფრო მეტად შეეწინააღმდეგოს რუსეთის ზეწოლას. პრობლემა ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლება გაჰყვა იმავე გზას, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს - ოლიგარქია, კორუფცია, დემოკრატიის შესუსტება და რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე, მისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი გავხდი. ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, რაც უკრაინის კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა, ცდილობენ მთავარი კონკურენტის ჩამოშორებას. მაგრამ უკრაინაში დიდი პროტესტია, მე მხარს მიჭერს სამოქალაქო საზოგადოება სხვა ოპოზიცური ჯგუფები, ჩემი პარტია. გვჯერა, რომ უკრაინელი ერი ამ ომში გაიმარჯვებს, ისინი შეაჩერებენ რუსეთს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ჩამოიშორონ პოსტსაბჭოთა სტილის ოლიგარქები“, - განაცხადა სააკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics