23:12 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 16:10:14, 2303 ნახვა

საზოგადოება
„გამოწვევების ქვეყნიდან შესაძლებლობების ქვეყნად უნდა გადავიქცეთ“ - შს მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. ღონისძიება ასოციაციის წევრების ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის წევრთა უმრავლესობა დაესწრო, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბიზნესმენებისთვის ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა. გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ, ასევე, ბიზნესის განვითარების მიმართულებით უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ რომც არ გვინდოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად მაინც გახდება საზოგადოებრივი განხილვის თემა და სჯობს, რომ ეს განხილვა დაიწყოს ადეკვატურ პირობებში და იმ პლატფორმაზე, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება. ღია და მზად ვართ, ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს აქტუალურია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე, მოქალაქისთვის, განვიხილოთ. კონცეპტუალურად რომ შევხედოთ, დღეს ქვეყანაში დანაშაულის რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი წყარო არსებობს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალური პოლიტიკა. ეს არის დანაშაულის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი წყარო. მეორე, ძალზე მნიშვნელოვანი დანაშაულის წყარო, კულტური პრობლემაა და მესამე - ნარკოტიკები. ეს არის იდენტიფიცირებული, 3 ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულის წყარო. მათგან ეკონომიკური მდგომარეობა არის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე რთულად გადასაწყვეტი. შესაბამისად, ამ გამოწვევების პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავი სისტემა უნდა იყოს ძალზედ მაღალ დონეზე. ნულოვანი ტოლერანტობის შემდეგ გაჩნდა კომპლექსი, რომ, გინდა თუ არა, უნდა ვიყოთ ყველაზე ჰუმანურები მსოფლიოში. აი, აქ უნდა ვიპოვოთ ეს ბალანსი. არც ბიზნესს უნდა ეშინოდეს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის და არც შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა იყოს დაკომპლექსებული, რომ ბიზნესს ელაპარაკოს, იმიტომ, რომ გამოწვევები არის ქვეყნის და ეს გამოწვევები არის საერთო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

(NS)








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics