09:51 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 19:51:18, 2499 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ კახა კახიშვილისა და გიორგი ბაჯელიძის განცხადებების თაობაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილისა და  ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებლის, გიორგი ბაჯელიძის მიერ გაკეთებული განცხადებების თაობაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული განცხადებები. კერძოდ,  2017 წლის 10 ივლისს  გავრცელდა მოქალაქე გიორგი ბაჯელიძის განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სამ შემთხვევაში - შპს „ბეიქერთან", შპს „ნილთან" და შპს „ქალი და ბიზნესთან" ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევით და  სამინისტროს ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა კორუფციული გარიგების ფაქტს. აღნიშნულის საპასუხოდ  სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც გ.ბაჯელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, სამინისტროს შპს „ნილთან" არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა  გაფორმებული და ხსენებული კომპანია  არ ახდენდა პატიმრებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას, ხოლო დანარჩენ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. კახა კახიშვილმა აღნიშნულ განცხადებაში  სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

ამ დროისთვის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და მიღებული შედეგების შესახებ  ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - მადლიერი ვარ ყველა ამერიკელის, ვინც ეხმარება უკრაინას და აცნობიერებს, რომ ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics