15:15 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 11:56:52, 2362 ნახვა

სამართალი
პატრულ-ინსპექტორთა მომზადების ახალი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

შსს-ს აკადემიაში პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ჯგუფის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე ხვადაგიანი დაესწრნენ. მათ პროგრამის პირველი ჯგუფის მონაწილეებს კურსის დასრულება მიულოცეს და სერთიფიკატები გადასცეს.

პატრულ-ინსპექტორთა მომზადების განახლებული პროგრამა თანამედროვე პოლიციურ სისტემაში არსებულ მიდგომებსა და სტანდარტებზეა დაფუძნებული. სამთვიანი კურსი საპატრულო პოლიციის მომავალი თანამშრომლებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარებით გაღრმავებაზეა ორიენტირებული. ახალი პროგრამის მიხედვით, უპირატესობა ინტენსიურ ფიზიკურ, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას ენიჭება.

კურსის მონაწილეებმა აკადემიის მიერ შემუშავებული, რეალურ სიტუაციებზე აგებული მაგალითების მეშვეობით სათანადო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. პროგრამის მიზანია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ახალი კადრების მომზადება, მათთვის საბაზისო ცოდნის მიღება და პატრულ-ინსპექტორისთვის პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება
ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჩემპიონატზე ქვეჯგუფიდან გასვლისთვის 30 მილიონ ლარს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში KIABI–ის პირველი ფილიალი გაიხსნა
ტუსკი - პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად Patriot-ის კომპლექსის მარაგი არ აქვს, მაგრამ სხვა ხერხებით დაეხმარება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics