10:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 15:30:59, 2384 ნახვა

სამართალი
ოთარ კახიძეს აქციაზე იარაღის ტარებისთვის 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს საქალაქო სასამართლომ აქციაზე იარაღის ტარებისთვის 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გარდა ამისა, დეპუტატს ერთი თვის ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა.

კახიძის თქმით, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს არის ჩემი შეფასებით ასევე სამართლიანი. როგორც კი გადმომცემენ დადგენილებას, დავემორჩილები მას", - აღნიშნა კახიძემ.

შეგახსენებთ, 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც „ევროპული საქართველოს“ აქცია მიმდინარეობდა, დეპუტატი ოთარ კახიძე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, იგი ლეგალურად ფლობს „გლოკ 19“ ტიპის პისტოლეტს და როგორც პარლამენტის წევრს, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics