10:50 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-22 15:40:28, 3323 ნახვა

მსოფლიო
ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ. აგრეთვე, ქვეყანა არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების წევრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის წევრი წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები“, - ნათქვამია საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს აღნიშნულ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ისლანდიის საემიგრაციო სამსახურში თავშესაფრის თხოვნის შემთხვევაში, ქართველ ემიგრანტს შედარებით ნაკლები პრიორიტეტი მიენიჭება განსხვავებით ნაკლებად დაცული ქვეყნებისგან, საიდანაც ადამიანები გარკვეული უფლებების დარღვევის გამო წამოვიდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ბაიდენი - მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics