15:30 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 22:19:56, 1016 ნახვა

სპეციალური ანონსი
21 ივლისის ანონსი

11:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ შესახებ ბრიფინგს წარადგენს. 
მისამართ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დ. უზნაძის 117ა.

11:00 საათზე, მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვლთა მინისტრი სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი დაესწრებიან. 
მის.: მცხეთა, წერეთლის ქუჩა (ყოფილი „ტურბაზის“ ტერიტორია)

11:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართება.
მის: პოლიტკოვსკაიას ქ. #9

11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდება. 
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ევროპის მე-14 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიალი გაიმართება. 
მის.: მაჩაბლის ქ. #11

13:00 საათზე, იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოსა და “თიბისი ბანკს” შორის თანამშრომლობის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: ზ. გამსახურდიას სახ. მარჯვენა სანაპირო #2, იუსტიციის სახლი 
საკონტაქტო პირი დაჯი მალაღურაძე - 558 95 54 54

13:00 საათზე, თბილისის ზღვაზე სტარტს აიღებს თბილისის ღია პირველობა აფროსნობაში.
საკონტაქტო პირი თემო გოცაძე - 599 559623

14:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონში”, ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს. 

15:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

15:00 საათზე, ,,ალიანსი პროგრესული ჯანდაცვისთვის'' (აპჯ), ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელშეწყობით, პროექტის ,,ფარმადაცვა'' ეგიდით მრგვალ მაგიდას გამართავს.
თემა: „საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ.
მის.: თ. ჭოველიძის ქ. #10ა, „თბილისი რუმსის“ გვერდით

15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მონუმენტური, მაღალპოლიგრაფიული გამოცემის „მეგრული პოეზიის ანთოლოგიის“ პრეზენტაცია მოეწყობა. 

13.00 საათზე, გაიმართება პრესკონფერენცია
იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოსა
და თიბისი ბანკს შორის თანამშრომლობის  შესახებ.
 მისამართი: იუსტიციის სახლი,  ზ.გამსახურდიას სახ. მარჯვენა სანაპირო #2
საკონტაქტო პირი: დაჯი მალაღურაძე 558 95 54 54
 
17:00 საათზე „ვისოლ ჯგუფი” „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის.  ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-9, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“  მე-18 ობიექტია. მიმდინარე წლის ბოლომდე „ვისოლ  ჯგუფი” ამერიკული რესტორნების ქსელს კიდევ გააფართოებს და ბათუმსა და ქუთაისში დამატებით ოთხ ობიექტს გახსნის და ჯამში 150 - მდე ადამიანს დაასაქმებს. ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად „ვენდიმ“ სიურპრიზი მოამზადა და ამიერიდან მომხმარებელს ახალ „საოჯახო მენიუს“ შესთავაზებს, რომელიც  რესტორანში ოჯახების სტუმრობას ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის. გახსნის საზეიმო ცერემონიალის სტუმრებს სპეციალური შეთავაზებები, შთამბეჭდავი „დრამ სქულის“ შოუ, ილუზიონისტის პერფორმანსი და გემრიელი სიურპრიზი ელის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
კალაძე დეგნანზე - გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილია
კალაძე - შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას
პაპუაშვილი ოპოზიციონერ ქალებზე - ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში როგორც არაფერი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics