03:43 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 17:42:50, 3302 ნახვა

კულტურა
ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა თიბისი სტატუსისგან

„თიბისი სტატუსისა" და Buyers.ge სახელით, ახალგაზრდა მხატვრის, ანკა ბოჭორიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა Buyers-ის სივრცეში შედგა. გამოფენაზე მულტიმედია არტისტმა ნახატებთან ერთად ინსტალაციები და სკულპტურები წარმოადგინა.

მხატვარი 1995 წელს თბილისში დაიბადა. ხატვა ბავშვობაში დაიწყო და შემდეგ გადაწყვიტა, რომ შესაბამისი განათლებაც მიეღო. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, მაგრამ იქ სწავლა მალევე შეწყვიტა, რადგან გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად უკეთ განვითარდებოდა, როგორც ხელოვანი. მუშაობა მხატვრების ჯგუფთან „Stupid Kids Factory"-სთან ერთად გააგრძელა. ჯგუფთან ერთად მხატვარმა ორ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა:

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელოსნოში „Stupid Kids Factory"-ში გამართულ გამოფენაში „Magic Room" (თბილისი, 2013) და „Summer Leftovers" (თბილისი, 2013). 2016 წელს ანკამ "პროექტ 12"-ში მიიღო მონაწილეობა - მისი ნამუშევარი თიბისი ბანკის სტიკერის დიზაინად შეირჩა და ბანკის ორგანიზებით, პროექტში მონაწილე სხვა 11 თანამედროვე მხატვართან ერთად ფაბრიკას სივრცეში გამოიფინა.    

„ამჯერად, ანკამ უკვე ახალი ნამუშევრები წარმოადგინა. პირველად სცადა მან გრაფიკის გარდა, სხვა მედიებში მუშაობაც. ანკას გრაფიკული ნამუშევრების ნაწილი განთავსდება უკვე თიბისი სტატუსის შეხვედრების სივრცეებში. გრძელვადიანი მიზანი ამ გამოფენის არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაციას. თიბისის ამოცანაა, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს ჩვენი მხრივ, ყველა საჭირო რესურსით დავეხმაროთ," – ამბობს თიბისი ბანკის არტ კურატორი ნინა ახვლედიანი.

„თიბისი სტატუსი" და Buyers.ge  მომავალშიც  გეგმავენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას. Buyers.ge-ზე უკვე იყიდება ანკა ბოჭორიშვილის ნამუშევრებიც.    

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics