23:04 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 14:16:36, 720 ნახვა

სხვადასხვა
„რუხი კარდინალები“ ოლიმპიური კომიტეტის საქმის მოსამართლეზე ზეწოლას ცდილობენ (NS)

თბილისის საქალაქო სასამართლოზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია კულუარებში სულ უფრო ინტენსიურად ვრცელდება. საქმე, რომლის გამოც მოსამართლეებს გავლენიენი „რუხი კარდინალები“ ურეკავენ, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ეხება.

წყაროს ინფორმაციით, დეპუტატები შოთა ხაბარელი და ლერი ხაბელოვი, ეს უკანასკნელი ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტიცაა, მათივე მეგობრის, თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ახვლედიანის გავლენიან კონტაქტებს იყენებენ მოსამართლეზე ზეწოლისთვის.

წყარო აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გავლენიანი ადამიანების მხრიდან არაერთი ზარი განხორციელებულა მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილთან. „გავლენიანები“ მოსამართლეს ყველაფრის გაკეთებას ურჩევენ იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის ლერი ხაბელოვის სასარგებლოდ მიიღოს.

საქმე ეხება ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის დეკემბრის არჩევნებს, რომელიც, პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, დარღვევებით ჩატარდა. სწორედ ამის გამო დააყენა მან ეჭვქვეშ ამ თანამდებობაზე ლერი ხაბელოვის ლეგიტიმურობა და სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

წყაროების ინფორმაციაზე კომენტარისთვის ორივე მხარეს დავუკავშირდით. პირველ რიგში მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის აზრი გვაინტერესებდა, რამდენად ახდენს გავლენას მოსამართლეზე ახვლედიანის „ხალხი“ და იგრძნობა თუ არა ეს სასამართლოს მიმდინარეობაზე.

ირაკლი მეძმარიაშვილმა არ გამორიცხა, რომ ბუნებაში რაიმე სახის ზეწოლის მცდელობა არსებობდეს სასამართლოზე, მაგრამ, საქმის მიმდინარეობიდან გამომდინარე კატეგორიულად გამორიცხა მოსამართლეზე ზეწოლის შესაძლებლობა.

„ჩვენ, როგორც იქნა, გვაქვს დამოუკიდებელი, ობიექტური და მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლო. ვინც არ უნდა ეცადოს, და არა მგონია, ვინმეს ამის ილუზია გასჩენოდა, მოსამართლეს ქართულ სასამართლოში გადაწყვეტილებას სათავისოდ ვერ შეაცვლევინებს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ აისახებოდა ჩვენს სასამართლო პროცესზე. ამდენად, მე მოსამართლეზე ზეგავლენას მოპასუხე მხარისგან გამოვრიცხავ“, – განუცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა „ახალ თაობას“.

ჩვენ დეპუტატ შოთა ხაბარელსაც გავაცანით მისი და მისი მეგობრების მისამართით არსებული ბრალდებები. მან პირდაპირ „სისულელე“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას და იმასაც ამბობს, რომ საერთოდ არ იცის, რომელი მოსამართლე იხილავს ოლიმპიური კომიტეტის საქმეს. თუმცა, რატომღაც, მას ალეკო ახვლედიანის სახელი განსაკუთრებით მოხვდა გულზე.

„რა შუაშია ალეკო ახვლედიანი?! ვერ წარმომიდგენია, ამ სისულელეს ვინ ავრცელებს. რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ეს არის სისულელე! როგორც შეიძლება მე მოვახდინო ზეწოლა?! უსუსუსური ადამიანების სიტყვები იქნება, არვიცი ვინ ავრცელებს ამ რაღაცებს, ამდაგვარი არაფერი არსებობს. როგორც შეიძლება მე ვიღაც მოსამართლეზე გავაკეთო ზემოქმედება, არც ვიცი ვინ იხილავს მაგ საკითხს?! არც გვარი ვიცი, არც სახელი, თვალით არ მინახავს, როგორ უნდა გავაკეთო ზემოქმედება. არანაირი განცხადება მე არ გამიკეთებია! არ ვიცი ვინ იხილავს ამ სარჩელს“, – თქვა შოთა ხაბარელმა.

თავად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა კომენტარი ზედმეტად ჩათვალა და მისივე თქმით, ვევრც მივხდა, „რაზეა საუბარი“.

„რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ვინ დაგავალათ ან ვინ გითხრათ, რომ ეს კომენტარი ჩაიწეროთ. არანაირი კომენტარი. რაზეა საუბარი. თქვენ ახლა თითიდან გამოწოვილ თემაზე საუბრობთ. იძახით აბსურდს. რა უნდა გითხრათ ვერ ვხვდები“, – თქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

აღნიშნულ ინფორმაციას სასაცილოს უწოდებს თავად ალეკო ახვლედიანი. მისი თქმით, მას   სასამართლოსთან არანაირი კონტაქტი არ გააჩნია.

„ჩემი დახმარებით ახდენენ პარლამენტის დეპუტატები ზეწოლას? მე რა კონტაქტი შეიძლება მქონდეს სასამართლოსთან. წარმოიდგინეთ, ორი ამხელა ბუმბერაზი ადამიანი თავისი ისტორიით, მერე ამბობთ, რომ ისინი სასამართლოზე ზეწოლას ახდენენ ჩემი კონტაქტების მეშვეობით? რამე გავლენა მაქვს? სიმართლე რომ გითხრათ საერთოდ არ ვარ მაგ შენობაში ნამყოფი“,- განაცხადა ალეკო ახვლედიანმა.

ზოგადად, რთული წარმოსადგენია, პოლიტიკოსმა, ან თუნდაც ნებისმიერი პოზიციის მქონე ადამიანმა თავად აღიაროს – „დიახ, მე ვახდენ ზეწოლას მოსამართლეზე“, მაგრამ წყაროები სხვა გარემოებას აღწერენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ საბოლოოდ, რაღაც დოზით, მოსამართლეზე ზეწოლა თავის შედეგს გამოიღებს.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics