2017-06-23 13:11:44, 2154 ნახვა
კომენტარი
თორნიკე მამალაძე: ზეწოლა იყო ჩემზე, რომ მეუფე იაკობზე და შორენა თეთრუაშვილზე განცხადებები არ გამეკეთებინა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრის აუდიოჩანაწერის გამოთხოვას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, რაიმეზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მას ექპერტიზაზე გადააგზავნიან. ამასთან, როგორც თორნიკე მამალაძისთვისაა ცნობილი, შეხვედრის ვიდეოჩაწერა არ ხორციელდებოდა. „კამერით არ იღებდნენ როგორც ვიცი. როცა შევედი გამაფრთხილეს, რომ იწერებოდა ჩვენი საუბარი, იყო აუდიოჩაწერა თუ არ ვცდები“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ. ის ასევე გამოეხმაურა პატრიარქის შენიშვნას იმ საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც გიორგი მამალაძე პატრიარქთან მარტოც დარჩენილა. როგორც ცნობილია, უწმინდესმა აღნიშნული ფაქტი უარყო. თორნიკე მამალაძის განმარტებით, შეხვედრაზე მან პატრიარქს სურათები აჩვენა, სადაც მამა გიორგი მამალაძისა და პატრიარქის სასტუმრო ოთახში ყოფნა იყო აღბეჭდილი. მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ პატრიარქს აღარაფერი უთქვამს. „პატრიარქს შეახსენა მეუფე იაკობმა, რომ ეს უნდა ეთქვა ჩემთვის. დიახ, პატრიარქმა მომცა შენიშვნა და მითხრა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. მე დავანახე ტელეფონში სურათები ერთად რომ იყვნენ, სასტუმრო ოთახში ერთი-ერთზე შედიოდნენ. ამის შემდეგ პატრიარქს არაფერი უთქვამს. მეუფე იაკობის ინიციატივა იყო, რომ პატრიარქს ეს ეთქვა ჩემთვის. მას არ სურს ჩვენ სიმართლე ვილაპარაკოთ. თეთრუაშვილს და მას ეშინიათ, რომ საბოლოოდ მათი სახელები ამოტივტივდება არა განცხადებით, არამედ იმ დოკუმენტაციით, რომელსაც მამა გიორგი მამალაძე წარადგენს. ამიტომ, შეეცადა გავეჩერებინე. ზეწოლა იყო ჩემზე, რომ განცხადებები არ გამეკეთებინა მეუფე იაკობთან და თეთრუაშვილთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|