11:45 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 12:15:37, 2387 ნახვა

სამართალი კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: პატრიარქთან შეხვედრაზე ოჯახის წევრები სულ სხვა ინფორმაციას ჰყვებიან

მამა გიორგი  მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს დეკანოზის ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის აუდიოჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით, ამ დროისთვის კომენტარის გაკეთება უჭირს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ სრულად უნდა ნახოს აუდიოჩანაწერი და მოისმინოს ოჯახის პოზიცია.

„დაველოდოთ ვიდეოჩანაწერს, როგორც საპატრიარქო ამბობს შეხვედრასთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერი არსებობს, იყოს თუნდაც აუდიოჩანაწერი, ჯერ სრულად ვნახოთ.  ოჯახსაც აქვს თავისი პოზიცია, ვინ რას ლაპარაკობს და როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“,-განაცხადა რამიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე აუდიოჩანაწერის ნამდვილობაში შეაქვთ თუ არა ეჭვი, რამიშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახი ორი დღეა საპატრიარქოდან ჩანაწერის მიღებას ითხოვდა.

ამასთან, რამიშვილის განმარტებით, ოჯახის წევრები სულ სხვა ინფორმაციას ჰყვებიან. ამიტომ ადვოკატი ამბობს, რომ  შეხვედრის ამსახველ ჩანაწერს თავად გამოითხოვენ.

„ორი დღეა ითხოვს ოჯახი გუშინდელი დღიდან მოყოლებეული ყოველ ერთ, ორ საათში ეუბნებოდნენ რომ მიაწოდებდნენ, სამწუხაროდ ეს არ მომხდარა. გადამისამართება მიდიოდა სხვა პირებთან.  შევიტანთ განცხადებას და გამოვითხოვთ აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერს. ოჯახის წევრები სულ სხვა ინფორმაციას ჰყვებიან. თუ როგორი დამოკიდებულება იყო. რა თქმა უნდა პატრიარქის მადლიერები არიან მაგრამ, ამბობენ რომ სხვა სასულიერო პირების კომენტარები განსხვავებულია“,-აღნიშნა რამიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზარქუა მილერს - are you kidding my friend? - მოსამართლეები დაასანქცირეთ - ველოდებით [პასუხს], რა არგუმენტებით
მილერი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს
პაპუაშვილი - მოწმე ვართ, დეზინფორმაციული შტურმისა საზოგადოებაზე - არის მცდელობა, მსჯელობა ყვირილით გადაფარონ
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics