00:48 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 11:47:43, 1733 ნახვა

საზოგადოება
პირველად საქართველოში - საიმონ ვესტის მასტერკლასი სტრატეგიულ კომუნიკაციებში

პირველად საქართველოში, სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ არსებული დეფიციტური ცოდნა ხელმისაწვდომი გახდება ფართო აუდიტორიისთვის. 

პირველად საქართველოში, "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო" საჯარო და არასამთავრობო ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს აძლევს უნიკალურ შანსს საიმონ ვესტის მასტერკლასს სტრატეგიულ კომუნიკაციებში, თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პროპაგანდის, დეზინფორმაციის და Fake-ნიუსების სამყაროში ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზებაზე.

საიმონ ვესტი (Simon West O.B.E.) - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკია, ოცდაათწლიანი სამხედრო კარიერით. ის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტია, რომელიც 2015 წელს, ძალადობრივი კონფლიქტის თავიდან აცილების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა უმაღლესი ორდენით, "ბრიტანეთის იმპერიის წარჩინებული ოფიცრის წოდებით" დააჯილდოვა. 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა გადაცემაში სამხედრო ექსპერტის სტატუსით გვევლინებოდა.


საიმონ ვესტმა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში, როგორც ოპერაციების მთავარმა მხარდამჭერმა, ახლახანს დაასრულა ორწლიანი როტაცია. როტაციის პერიოდში მის პასუხისმგებლობაში ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ჩათვლით, ოპერატიული დონის მხარდაჭერა, კონსულტირება და ტრენინგები შედიოდა. ამჟამად იგი, საინფორმაციო აქტივობების მიმართულებით, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველია.

საიმონ ვესტი (Simon West O.B.E. ) ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩეველი იყო 2008 წელს, ავღანეთში. მუშაობდა ყანდაჰარშიც, სამხრეთ სარდლობის რეგიონული შტაბში, აგრეთვე სამხრეთ ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაში, სადაც გენერალ ჯეიმს მატისის მთავარი „ბრიფერი“ იყო. სწორედ საიმონ ვესტს უკავშირდება ნატოს სახმელეთო ოპერაციების დოქტრინის გადამუშავება და განახლება.

ამდენად, "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს" მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ დასავლური გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე - https://goo.gl/d8sqp5 ასევე ინფორმაცია კურსზე რეგისტრაციის შესახებ-  https://goo.gl/forms/aMzTESCV7KsWmzvG3

ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 სთ - ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი - ტრენინგის ჩატარების თარიღი: 22 ივლისი- განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 15 ივლისი  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics