09:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 10:29:57, 2150 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. კამპანიას „ლიბერთი ბანკი“ შეუერთდა, რომელიც, მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ჯილდოს ფინალისტებს, მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის პროგრამებში გამოვლენილ წლის მასწავლებლებსა და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს დაასაჩუქრებს.

„ლიბერთი ბანკი“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე მესამე წელია, რაც აქტიურად არის ჩართული მასწავლებლის მსოფლიო დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, მიმდინარე წელს, კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize" - ნაწილია. პროექტი მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

კამპანია 31 მაისიდან დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გასტანს. მასწავლებლებისთვის უკვე გამოცხადებულია რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი, რომლის ფარგლებში, 2017 წლის 20 სექტემბერს ცნობილი გახდება 5 ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი" და ახლა უკვე ლიბერთი ბანკიც.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.tprize.ge და შეავსონ განაცხადი. განაცხადის შევსება შესაძლებელია 14 ივლისის ჩათვლით.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics