09:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 10:18:19, 2044 ნახვა

სამართალი
პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს

 შოთა პაკელიანის მიერ  პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება 333-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერი.

„შოთა პაკელიანის მიერ სასამართლოში გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს,  თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერი. ასევე, შოთა პაკელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სასამართლოშ იხილება დაცვის მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად დართული ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და შესაბამისად, დაცვის მხარეს გადაეცა ხსენებული ჩანაწერები. მოცემული ეტაპისათვის, საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობისა და მათზე ასახული პირების იდენტიფიცირების მიზნით“,-აცხადებს სუხიაშვილი.

ცნობისთვის, „ლიბერალმა“ წყაროზე დაყრდონით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც პოლიციის მე-7  განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული.

როგორც „ლიბერალის“ წყარო აცხადებს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

მისივე ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics