2017-06-22 18:42:00, 2553 ნახვა
მსოფლიო
BBC: რუსეთში, გამოკითხულთა 63%-ს სჯერა, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგება საბჭოთა კავშირს მოკავშირეების გარეშე შეეძლო
რუსეთში "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 63% სჯერა რომ მეორე მსოფლიო ომის მოგება საბჭოთა კავშირს მოკავშირეების გარეშე შეეძლო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გამოკითხულთა 28% აღიარებს, რომ მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. როგორც მედია იტყობინება, მოსახლეობის ნაწილი, რომელიც თვლიდა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება სრულად საბჭოთა კავშირის დამსახურებაა, 2014 და 2015 წელთან შედარებით შემცირდა. მაშინ ამავე გამოკითხვის ფარგლებში, 69% სჯეროდა, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგება საბჭოთა კავშირს მოკავშირეების გარეშე შეეძლო. ამასთან, გამოკითხვის თანახმად გაირკვა, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დიდ დანაკარგს იოსებ სტალინის ქმედებებს უკავშირებდა, ასევე შემცირდა. მედიის ცნობით, გამოკითხულთა 36% თვლის, რომ დიდი დანაკარგი მოულოდნელი თავდასხმით იყო განპირობებული, 24% მიიჩნევს, რომ გერმანია სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით პრეროგატივით სარგებლობდა. ამავე საკითხში, ყოველი მეათე გამოკითხული თვლის, რომ საბჭოთა კავშირს "სუსტი, მოუქნელი ხელმძღვანელობა" ჰყავდა. ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის დანაკარგმა 26.6 მილიონი შეადგინა. აქედან თითქმის 9 მილიონი ადამიანი სამხედრო მოსამსახურე იყო. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|