13:52 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 00:05:40, 710 ნახვა

სპეციალური ანონსი
22 ივნისის ანონსი

10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 

10:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი მერიოტში“ „საპარტნიორო ფონდისა“ და "საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების" ორგანიზებით სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო ორდღიანი კონფერენცია, სახელწოდებით, ”შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა“ გაიმართება.
მის.: თავისუფლების მოედანი №4, „სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი“.
საკონტაქტო პირი გიორგი ლეჟავა - 599 57 73 15

10:00 საათზე, ”სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი” მიხელ ბენიძე, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრებენ.
საკონტაქტო პირი თუთა - 591 19 57 58
მის.: ონიაშვილის ქ. #37

10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“ გაიმართება, რომელშიც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, პროფესორები, სტუდენტები, მკვლევრები აშშ-დან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, მექსიკიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან დაესწრებიან. 

11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საინვესტიციო კომპანია სს „აი ჯი კაპიტალ ინვესტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: თავისუფლების #2

11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი არბიტრაჟის თემაზე ნავთობის მწარმოებლებთან საინფორმაციო შეხვედრას გახსნიან. 
საკონტაქტო ტელ.: 591650500

11:00 საათზე, ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 
თემა: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთვება პროექტში #SHAREGEORGIA

11.00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას წარუდგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალურ ანგარიშს, რომელშიც ასახულია 2016 წლის განმავლობაში ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევები.
მის: 26 მაისის მოედანი N1

11.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის გაიმართება სკრინინგის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის, კამპანია „განიკურნეს“ ფარგლებში. 
ქუთაისი, მინიამბულატორია, სხდომათა დარბაზის ფოიე

12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "პამორამა თბილისის" საქმეზე, საიას სარჩელის განხილვა დაიწყება. საქმეზე მთავარი სხდომაა დანიშნული. 

12:00 საათზე, „ალდაგის“ სერვის სივრცეში სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ახალი პროექტების პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 
მის: ყაზბეგის გამზ. #25
 
13:00 საათზე, გაიმართება 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა. ვენეციის კომისიის ინფორმირება, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. 
სასტუმრო "თბილისი მერიოტი", დარბაზი "სანადიმო"
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98

13:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და კომპანია „ავერსი-რაციონალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

15:00 საათზე, ფილმ „კლინიკურ შემთხვევებზე“ დაფუძნებული ექიმ-პაციენტის კომუნიკაციის ვიდეოჩვენება გაიმართება. 
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, სხდომათა დარბაზი

15:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე პერ ბერტელსენი პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: აგვისტოში დაგეგმილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში, რომელსაც საქართველო პროექტ Check In Georgia Sport-ის ფარგლებში მასპინძლობს.

15:45 საათზე, ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე განახლებულ სკვერში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგისა და დისიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნება. 

16:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში საქართველოს ახლად არჩეული ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში გიორგი ტუმასიანი გამართავს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, რომლის შემდეგ დისკუსია გაიმართება. 
მის: შ. დადიანის ქ. #2/1, თავისუფლების მოედანი

19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის, კალიგრაფის, წიგნის ილუსტრატორის, მრავალი ქართული და უცხოური გამოცემების დამსურათებლის, ოთარ მეგრელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

19:00 სათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ახალგაზრდა პოეტის, ოთარ რურუას წიგნის „ჩემი სულის ნაჟური“ პრეზენტაცია გაიმართება. 
მის.: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული. 

19:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში სპორტული ფილმების ფესტივალის გახსნა და ფესტივალის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. 
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #76




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„აგრო იმპექსმა“, „თიბისის“ მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა
მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა
შსს - იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics