10:06 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 21:41:00, 670 ნახვა

სპეციალური ანონსი
30 მაისის ანონსი

30 მაისს 09:30 სათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია   და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N5 ანგარიშისპრეზენტაციას გამართავს.
 მისამართი: თბილისი, კოსტავას 45, სასტუმრო კოსტე

30 მაისს, 10:00 საათზე, კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) დაარსების ორი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების - ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 იარაღის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას დაესწრებიან. ხვალიდან ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. მისამართი: კრწანისი, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC)
30 მაისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ”მემარცხენე ალიანსის” საჩივრის საფუძველზე მთავარი სხდომა გაიმართება. 

30 მაისს, 10:30 საათზე, "მარშალპრესის" პრეს-კლუბში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი გრიგოლ ლილუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, თვითმმართველობის არჩევნები, მერის კანდიდატურა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა.
მის: მაჩაბლის ქ. #7 
საკონტაქტო ტელ.: 599 26 1 4 14 

30 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 2017-2021 წლების საერთო სასამართლოების სისტემის სტრატეგია და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წწ. სამოქმედო გეგმა, ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

30 მაისს, 11:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებელის პრესკლუბში, ქობულეთში, სასტუმრო ,,არმაზში" ორი წლის წინ ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების მშობლები პრესკონფერეციას გამართავენ. 

30 მაისს, 11:00 საათზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N331

30 მაისს, 11:00 საათზე, "მარშალპრესის" პრეს-კლუბში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ე.წ. "ლანცეტის საქმის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, ასევე ნინო კუზანოვის განცხადებებზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს
მის: მაჩაბლის ქ. #7 
საკონტაქტო ტელ.: 599 26 1 4 14 

30 მაისს, 11:00 საათზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.
მის: წერეთლის გამზ. N116, „დიდუბე პლაზა“

30 მაისს, 11:00 საათზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. N6, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

30 მაისს, 11:00 საათზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა გაიმართება.
მის: კუს ტბის ასახვევი, საგამოფენო დარბაზი „მუზა“

30 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობის სამართლებრივი რეგულირების საკითხები. 
მის: თავისუფლების მოედანი #2
30 მაისს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

30 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

30 მაისს, 12:00 საათზე, არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: წლობით გაყინული სამშენებლო კოდექსი; რას ამბობს დოკუმენტი და შეცვლის თუ არა არსებულ ქაოსს. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

30 მაისს, 13:00 საათზე, აგრარულ დაკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 
მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N331

30 მაისს, 13:00 საათზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას შეხვედრა გაიმართება რუმინეთის ელჩთან, ელჩის მოადგილესთან და საქართველოს პარლამენტის რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. 
მის: თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)
30 მაისს 13:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრით დაზარალებულებთან ერთად მთავარი პროკურატურის წინ პრესკონფერენციას გამართავს და წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებებს.  
30 მაისს, 14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

30 მაისს 14:00 საათზე, “ხალხის პარტიის” ოფისში პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე პარტიის ახალგაზრდულ ფრათას ყოფილი პოლიტპატიმრის, რევაზ რევაზიშვილის ხელმძღვანელობით წარადგენს.
მის: ი.ჯავახიშვილის #73 
საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე - 557 01 90 90

30 მაისს, 14:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ საკონფერენციო დარბაზში, საკაბელო ოპერატორების შეხვედრა გაიმართება.
საკონტაქტო პირი თეონა ბერუაშვილი - 555 54 81 18

30 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება 10 მაისს, პარლამენტის წინ, საფინანსო კომპანია ,,საქართველოს" დაზარალებულების საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქციის მონაწილეების და მათი უფლებების გამცველი ადვოკატის, მამუკა ტუსკაძის სასამართლო პროცესი.
საკონტაქტო პირი ნატალია ხოხიაშვილი - 577 65 29 60

30 მაისს, 14:30 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N532

30 მაისს, 15:00 საათზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე მომზადება-გადამზადების ახალ პროგრამასთან დაკავშირებით პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს შეხვდება.
მის: ჯავახიშვილის #51, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების 
პროგრამების დეპარტამენტი(კათოლიკურ ეკლესიასთან)

30 მაის, 15:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ საქართველოსა და პოლონეთის პირველ ლედისთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა და ბავშვთა თავშესაფარს გახსნის. თავშესაფრის გახსნას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მის: თბილისი (გლდანი), ქერჩის ქ.#4 
საკონტაქტო პირი ნანუკა გელაშვილი - 571 36 46 46

30 მაისს, 15:00 საათზე პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
მისამართი: სასტუმრო „ბეტსი“, კოტე მაყაშვილის ქუჩა №32/34, თბილისი.
30 მაისს, 16:00 საათზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამართავს მიღებას „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშეს" აღსანიშნავად. 
მის: თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

30 მაისს, 16:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) 

30 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელში, რუსთაველის დარბაზში, თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართება.

30 მაისს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში გივი მარგველაშვილის პრემიის გადაცემის ცერემონია - დავით წერედიანის დაჯილდოება გაიმართება.
მის.: მაჩაბლის ქ. #13

30 მაისს, 17:00 საათზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.
მის: აღმაშენებლის გამზ. N73, ილიას ბაღი

30 მაისს, 17:00 საათზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. 
მის: ისან-სამგორი, წინანდლის ქ. N9, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი „სეუ“ 

30 მაისს, 17:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

30 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვარ ნოდარ ლორთქიფანიძის ნამუშევრების გამოფენა - ,,ჩემი ცრემლები მუდამ იცინის..." გაიმართება. 

30 მაისს, 19:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში ფოლკერ შმიდტთან შეხვედრა გაიმართება.
მის.: აბესაძის ქ. #10




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics