23:56 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 21:30:47, 2180 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ ბიზნესისთვის ინოვაციურ სერვისებს ნერგავს

თიბისი ბანკი ინოვაციურ სიახლეებს  ნერგავს, რაც ბიზნესებს ხელს შეუწყობს საქმიანობის უკეთ წარმართვაში. დღეიდან,  თიბისიში იურიდიული პირისთვის  ანგარიშის გახსნა  და კლიენტად რეგისტრაცია დისტანციურად, ბანკში მისვლის გარეშე არის შესაძლებელი.

ანგარიშის ონლაინ გახსნა და კლიენტად  რეგისტრაცია ინოვაციური სერვისია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. პროცედურა მარტივია და მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ვებგვერდზე www.tbcbank.com.ge მომხმარებელი ავსებს  მოთხოვნას და ონლაინ დიალოგის რეჟიმში  რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის შემდეგ, პროცესი 5 წუთში სრულდება.

ანგარიშის გახსნასთან ერთად, კლიენტი ავტომატურად რეგისტრირდება  ინტერნეტბანკზე და ერთვება SMS  სერვისი. სურვილის შემთხვევაში,  მას შეუძლია, შეუკვეთოს ბიზნესბარათი. პროექტი ეროვნულ ბანკთან და  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან  აქტიური თანამშრომლობით მომზადდა.
ასევე, დაინერგა ანგარიშის დისტანციურად  გახსნის სერვისიც იურიდიული პირებისთვის. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია სატელეფონო ცენტრში დარეკვით, განაცხადის შევსება ხდება  სატელეფონო საუბრის დროს, ხოლო დოკუმენტების ადგილზე მიტანა მოხდება თიბისი ბანკის თანამშრომლის მიერ.

სრულიად განახლებულ ფორმატშია ვებგვერდი www.tbcbusiness.ge, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს  და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანებს მათთვის საჭირო, პრქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს. დაარსების დღიდან, ვებგვერდს  მილიონზე მეტი  უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. დღეიდან, მას საინტერესო სიახლეების მიმართულება ემატება, სადაც მუდმივად განთავსდება სტატიები, ბლოგები და ვიდეოები მსოფლიოსი და საქართველოში მიმდინარე  საინტერესო სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ბიზნესსა და ეკონომიკაში.

კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც www.tbcbusiness.ge-ს დაემატა არის „ბიზნესრუკა“. პროექტი თიბისი ბანკმა შემოსავლების სამსახურთან ერთად  განახორციელა. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული  აგრეგირებული  ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა  პროგრამა, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს, სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელოს  ბიზნესის სხვადასხვა  სფეროზე. ნებისმიერ დამწყებ, თუ მოქმედ  ბიზნესს შეუძლია გამოიკვლიოს რა ვითარებაა მისთვის საინტერესო  ინდუსტრიაში კონკრეტული გეოგრაფიული ადგილების მიხედვით. ამას გარდა, მას შეუძლია, საკუთარი კომპანიის  საქმიანობა-შემოსავლები, ხარჯები, მოგება, თანამშრომელთა  რაოდენობა თუ ხელფასები, შეადაროს ბიზნესის ანალოგიურ სფეროებს, როგორც ლოკალურად, ისე მთელი  საქართველოს მასშტაბით.

„დღეს თიბისი ბანკის მომხმარებელის 24%-ზე მეტი არის  Mobile Technic-ის აქტიური მომხმარებელი. მთლიანად რომ ავიღოთ,  ინტერნეტ ბანკის და მობაილის არის 37%-ზე მეტი. ჩვენ გვაქვს 160-ზე მეტი ფილიალი, 2017 წლის პირველ კვარტალში მასზე მეტი ტრანზაქციები მოხდა მობაილ ბანკში და მასზე მეტი ტრანზაქციები მოხდა ინტერნეტ ბანკში. ეს ნიშნავს იმას, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ადამიანებს მაქსიმალურად ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ ახალი ტექნოლოგიების ფარგლებში.თუ წელიწადნახევრის წინ, გაყიდვების 70%-ზე მეტი  ხდებოდა ფილიალებში და ჩვენი მომხმარებლები მოდიოდნენ ფილიალებში, დღეს ეს არის მხოლოდ 48%. ანუ, ჩვენი მომხმარებლების ნახევარზე მეტი ბანკში მოუსვლელად ყიდულობს თიბისი ბანკის სხვადასხვა მომსახურებას. აქ არის, ჩემი აზრით, რევოლუციური წინსვლა და ეს მომავალში უნდა გაგრძელდეს“,-განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გარდა ბიზნესებისა, პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი  დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია,  ვისაც სურს, სრულფასოვანი მოკვლევა ჩაატაროს  ეკონომიკისა და ბინესის ამა თუ იმ  მიმართულებით.  რესურსი გამოადგებათ, როგორც მკვლევარებს, ასევე  ბიზნესანალიტიკოსებს  და სტუდენტებს.

თიბისი ბანკი გააგრძელებს „ბიზნესრუკის“ განვითარებას და მას მუდმივად  დაემატება ახალი მიმართულებები.

ამას გარდა, განახლებულ ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge კვლავ იქნება ხელმისაწვდომი  პრაქტიკული, საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც გამოადგებათ, როგორც დამწყებ, ისე მოქმედ ბიზნესებს. მათ შეუძლიათ, მოიძიონ  კვალიფიციური ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესის დაწყება და ბიზნესგეგმის შედგენა, ბიუჯეტირება, ფულადი სახსრების მართვა,  ფინანსების მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ხელშეკრულებების შედგენა, მარკეტინგი, გაყიდვები და ა.შ.

„თიბისი ბანკი აგრძელებს ციფრული სტრატეგიის განხორციელებას, რაც მომხმარებლისთვის ინოვაციური  სერვისების შეთავაზებით, მაქსიმალური კომფორტის შექმნას და დროის დაზოგვას ისახავს მიზნად. თიბისი ბანკის მიზანია, იყოს საუკეთესო პარტნიორი საზოგადოებისთვის“,-აღნიშნა თიბისი ბანკის  გენერალურმა დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა.

თიბისი ბანკის სათაო ოფისში ინოვაციური სერვისების და  პროდუქტების პრეზენტაციას   მთავრობის, ბიზნესსექტორისა და  მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ:

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია იმართება თიბისი  ბანკის ცენტრალურ ფილიალში. აქ იქნება წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქტები, რომელიც  ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საბანკო სექტორის განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც  შემოსავლების სამსახურთან ერთად გაკეთდა, ეს არის „ბიზნესრუკა“, სადაც წარმოდგენილია უკვე  ინტერაქტიულ რუკაზე განთავსებული ბიზნესები, რომელიც შესაძლებლობას  აძლევს ბიზნესს, უკეთესად დაგეგმოს თავისი საქმიანობა, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს შემდგომში ბიზნესის განსავითარებლად, თუ გასაფართოებლად და ასევე მოახდინოს შედარება, თუ როგორია  მისი ბიზნესი და როგორია სხვა ბიზნესები, რომელიც ამავე ტერიტორიულ ერთეულში არიან. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერო სექტორის თანამშრომლობის, როდესაც ჩვენ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროა, წვდომა მივეცით კერძო სექტორს და კერძო სექტორმა შექმნა ძალიან კარგი პროდუქტი, რომელიც  სასარგებლო იქნება თვითონ კერძო სექტორისთვის და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბევრი სხვა ახალი იდეა გაჩნდება, რატა მეტი და მეტი პროდუქტი შეიქმნას სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობით“,-განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS)

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics