13:41 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 19:39:53, 1957 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის შიში, ექსტრადიციის შემთხვევაში მისი წამების შესახებ, საფუძველს მოკლებული არ არის

საქართველოს სახალხო დამცველი  დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებისა და თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო ექსტრადიციის საკითხს ეხმიანება.

ომბუდსმენი საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს ბრალდებულების მიმართ თურქეთში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით იხელმძღვანელოს.

„2017  წლის 25 მაისს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მ.ე.ჩ. და სამი თვის ვადით საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და მისმა წარმომადგენელმა იმავე დღეს მოინახულა დაკავებული.

დაკავებულის განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას აწამებენ, ვინაიდან, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მას რესპუბლიკის პრეზიდენტის და ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ამასთან, 2016 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები და საერთაშორისო ორგანიზაციათა შეფასებები წარმოშობს ეჭვს, რომ დაკავებულის შიში, ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევისა და წამების შესახებ, არ არის საფუძველს მოკლებული.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს, დაკავებული მ.ე.ჩ.–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს დაკავებული ბრალდებულების მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, რათა მ.ე.ჩ.–ს მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics