09:24 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 18:37:03, 1994 ნახვა

პოლიტიკა სამხედრო
გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრი პარუბის შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას მთელი რიგი მიმართულებებით და აღნიშნეს, რომ გაცილებით მეტია პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოყენებული.

ყურადღება დაეთმო რეგიონულ საკითხებს, სატრანსპორტო დერეფნების, სატრანზიტო მიმართულების განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოსადმი უკრაინელი ტურისტების მზარდ ინტერესს მიესალმება.

შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკას, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი იგეგმება.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. მხარეებმა, ამ მიმართულებით, მოლდოვასთან ერთად, სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს; ასევე - ისაუბრეს მაღალი დონის ფორუმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ანდრი პარუბის უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მიულოცა.

მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

უკრაინულმა მხარემ პროდუქტიულად და ეფექტურად შეაფასა თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics