05:35 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 18:29:57, 1763 ნახვა

პოლიტიკა სამხედრო
გიორგი მარგველაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრეიპარუბს შეხვდა.

მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ანდრეი პარუბმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართველ და უკრაინელ ხალხს მრავალწლიანიმეგობრობა, წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს და საერთო საფრთხეები აქვს, ამიტომმნიშვნელოვანია, რომ საქართველო–უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დასმული საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგში მუდამ აქტიურად ისმებოდეს. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისსაკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას საქართველო–უკრაინას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების შესახებ ისაუბრეს და გამოითქვა მზადყოფნა მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ შეხვედრისას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ალიანსის მიერ ამ პოლიტიკური ჟესტის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს და ამ მიმართულებით „ვიკინგის" პროექტს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics