02:11 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 17:03:10, 1685 ნახვა

კომენტარი
რამიშვილის თქმით, დეკანოზს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობა ჰქონდა, რის საფუძველზეც საქმიანობას აწარმოებდა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ბრალდებები, თუთქოს მამა გიორგი მამალაძე ფულის გათეთრებას ცდილობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც რამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მამა გიორგი მამალაძესა და ინვესტორს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი არსებობს, სადაც ყველაფერი დეტალურადაა ასახული.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვისქვეშ მყოფს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობა ჰქონდა, რის საფუძველზეც საქმიანობას აწარმოებდა.

"რამდენიმე დღიუს წინ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ საზოგადოებას ამცნო, რომ თურმე მამა გიორგის მიერ ხდებოდა გარკვეული ფირმის და გარკვეული გრანტ-თანხების მიღება, საუბარია 50 მილიონზე, რომელიც ქარჩავას აზრით, მამა გიორგის შუამავლობით უნდა გატეთრებულიყო. ამავდროულად ჩვენ ვუხსნით საზოგადოებას, რომ ეს საქმიანობა დაკავშირებული იყო მის სამსახურეობრივ არეალთან და ქონების მართვასთან.

მამა გიორგის ძალიან მჭირდო კავშირი ჰქონდა პატრიარქთან და მინდა საზოგადოებას გავაცნო, რომ არსებობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მინდობილობა, სადაც მითითებულია, რომ შესაბამისი კანონიკური სამართლის საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრსა და შპს ქუთაისის საეკლესიო დავით აღმაშენებლის სახელობის საავადმყოფოში, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის საკითხებს მამა გიორგი მამალაძე აგვარებდა. დიახაც, დეტალურად იყო პატრიარქი საქმის კურსში. საუბარია 10 მილიონზე. მინდობილობა იყო გაცემული ნებისმიერ საკითხზე, მნიშვნელობა არ ჰქონდა რა თანხაზე იქნებოდა საუბარი.

ასევე არსებობს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი თანამშრომლობაზე, რომელიც დაიდო უკრაინის მოქალაქე სერგეი ჯამბოვთან, სადაც მითითებულია, რომ თანამშრომლობის სფეროს წარმოადგენდა შემდეგი მიზანი: კლინიკის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრის შენობის სრული რეკონსტრუქცია, ინვენტარით და დანადგარებით აღჭურვა და ფუნქციონირება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც შემდგომში საწინდარი იქნებოდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების ეფექტურად მიწოდების თაობაზე. ამ ყველაფერზე გრანტის სახით  10 მილიონ 500 ათასი დოლარის ინვესტიციის მოძიება იყო საჭირო, რომელიც მამა გიორგის უნდა მოეპოვებინა. ყველაფერი, ყველა საბუთი რაც გაგვაჩნია ეს არის დედანი. ძალიან მაინტერესებს ედიშერ ქარჩავას საიდან აქვს საბუთები?! დონორი ჩარიცხავდა მიზნობრივ გრანტს, რომელიც მოხმარდებოდა კლინიკის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვას", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics