05:58 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 16:56:19, 2086 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ტურისტული უნივერსიტეტის პრეზენტაციას დაესწრო

„ვატელის“ ბიზნეს სკოლის შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იქნება შესაძლებელი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ, რომ სამართავად ჩაიბარონ სასტუმროები, რესტორნები და ტურიზმის სხვა მიმართულების ობიექტები“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ვატელის“ ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, „ვატელის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ჟულიენ ლისკუე, აგრეთვე „ვატელის“ ადგილობრივი პარტნიორის, კომპანია „Block Invest”-ის დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, ტურისტების რაოდენობის ზრდის პარალელურად, ტურისტული სერვისების ზრდას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ტურისტების მიერ ჩვენს ქვეყანაში დახარჯული თანხა მომსახურების ხარისხის ზრდის კვალდაკვალ უნდა გაიზარდოს.

„ვატელი“ არის ნომერ პირველი, საუკეთესო ბიზნეს სკოლა სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი, ჰყავს 7 000 სტუდენტი და 30 000 კურსდამავრებული.

„ვატელს“ 35 წლიანი არსებობის მანძილზე 100 % იანი დასაქმების სტატისტიკა აქვს. საქართველოში „ვატელ ჯგუფი“ „Block Invest”-ის და “SEU”- ს  დახმარებით შემოდის.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics