19:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 16:27:20, 772 ნახვა

რეგიონი
ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების კრიტიკული ფორმების გამოსავლენად ახალი პროექტის განხორციელება იწყება

ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების კრიტიკული ფორმების გამოსავლენად ახალი პროექტის განხორციელება იწყება.

დღეს, პროექტის დეტალები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ქ. ბათუმში არსებულ სამშობიარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარუდგინეს.

პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს, „ფონდი ქართუსა“ და „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის“ თანამშრომლობით ხორციელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშუალება გულის თანდაყოლილი პათოლოგიების წარმატებული მკურნალობისა ვერ ხერხდება ამ პრობლემის დროული დიაგნოსტიკა რაიონულ და რეგიონულ დონეზე, რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვთა სიკვდილის მიზეზი ხდება. პროექტის მიზანია სკრინინგისა და მონიტორინგის დანერგვით ეფექტური გახადოს გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროული მკურნალობა და გამოსავალი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფაგლებში: შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, პროტოკოლ-გაიდლაინები და სასწავლო-მეთოდური მასალა; ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკას გადაეცემა სკრინინგისათვის რეკომენდებული პულსოქსიმეტრი; გადამზადდება ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკის ნეონატოლოგი, რათა ეფექურად წარიმართოს ახალშობილთა პირველადი სკრინინგი; როგორც პროექტის ყველა ეტაპის, ასევე გულის თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ბავშვების ტრანსპორტირების ეფექტური სქემა შეთანხმდება სახელმწიფოსა და კლინიკებთან; ახალშობილთა ტრანსპორტირებისათვის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება აღიჭურვება სატრანსპორტო კიუვეზით ინტეგრირებული ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატით; რეგიონებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში ბავშვის მდგომარების მართვასა და მონიტორინგს განახორციელებს ბავშვთა კარდიოლოგი.

პროექტის ეტაპები: 1. ახალშობილთა პირველადი სკრინინგი ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში პულსოქსიმეტრიის გამოყენებით; 2. პრობლემური ახალშობილის შუალედური დიაგნოსტიკა ბავშვთა კარდიოლოგის მიერ ექოკარდიოგრაფიის გამოყენებით; 3. გულის თანდაყოლილი მანკის დადგენის შემთხვევაში ბავშვის ტრანსპორტირება რეფერალურ კლინიკაში (ჯო ენის სამედიცინო ცენტრში); 4. ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობა და მონიტორინგი.

„როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი “ განახორციელებს პროექტის: ყველა ეტაპის დიზაინსა და დანერგვას; • ეფექტური მართვის მექანიზმების შემუშავებას; პროექტისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფას; • ტრენინგებს; სრულ მონიტორინგს; • მდგრადობისა და თვითგანახლების მხარდაჭერას.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics